16:51 - 12 May, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2022-12-10 17:28:21, 3836 ნახვა

რეგიონი
აჭარის ჯანდაცვის მინისტრი საერთაშორისო სამეცნიერო კონფერენცია - „ონკოლოგია და ბირთვული მედიცინა“ დაესწრო

აჭარის ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრი ნინო ნიჟარაძე, პირველ მოადგილესთან, მარი ზანაქისძესთან ერთად, პარაგრაფ რეზორტში, კონსტანტინე ერისთავის სახელობის ქირურგიის ეროვნული ცენტრის მიერ ორგანიზებულ საერთაშორისო სამეცნიერო კონფერენციას, სახელწოდებით - „ონკოლოგია და ბირთვული მედიცინა“ დაესწრო.

საერთაშორისო კონფერენში მონაწილეობდნენ ბირთვული მედიცინის ქართველი პროფესორები და უცხოელი სპეციალისტები. მოწვეულმა ექიმებმა სამედიცინო საზოგადოებას წარუდგინეს მოხსენებები სხვადასხვა ონკოდაავადების დიაგნოსტირება-მკურნალობაში ბირთვული მედიცინის, პოზიტრონულ-ემისიური კომპიუტერული ტომოგრაფიის (პეტ/კტ) მნიშვნელობისა და რადიაციულ ონკოლოგიაში მიღწეული მკურნალობის მეთოდების შესახებ.

,,2023 წლიდან აჭარის ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტრო პოზიტრონ-ემისიური კომპიუტერული ტომოგრაფიული კვლევის დაფინანსებას 90-100 % - მდე გაზრდის. კვლევა ასევე დაუფინანსდება ონკოლოგიური დიაგნოზის მქონე ყველა პაციენტს. დაფინანსება ხორციელდება სახელმწიფოს მიერ დამტკიცებული ტარიფით განსაზღვრული პროპორციების დაცვით.

აღნიშნულ სერვისს სამინისტრო ამბულატორიული, მაღალტექნოლოგიური დიაგნოსტიკური კვლევებისა და მოსახლეობის ინდივიდუალური სამედიცინო მომსახურების პროგრამების ფარგლებში, 2018 წლიდან აფინანსებს და პროგრამით დღემდე 270 მოქალაქემ ისარგებლა, რისთვისაც ბიუჯეტიდან 561 210 ლარი გამოიყო“ - აღნიშნა სიტყვით გამოსვლისას მინისტრმა, ნინო ნიჟარაძემ.

კონფერენციის გზავნილი იყო მედიცინაში ულტრათანამედროვე, ციფრული ტექნოლოგიების დანერგვა, მკურნალობის ხარისხის გაუმჯობესება და საზოგადოებაში ონკოლოგიური დაავადებების შესახებ ცნობადობის ამაღლება. #კიბოარარისგანაჩენი!

ავტორი: NS (სტატია დაფინანსებულია),

სოციალური ქსელები
მეუფე მიქაელი სინდისის პატიმრებზე: დიდი სიამოვნებით გამოვუშვებდი ყველას
რუსეთში ნავთობგადამამუშავებელ ქარხნებზე უკრაინული დრონების დარტყმების გამო, ბენზინის დეფიციტია
პაპუაშვილი პოლიტპატიმრების შეწყალებაზე: შენდობას წინ ყოველთვის უძღვის სინანული
მდინარაძე პოლიტპატიმრების შეწყალებაზე: სადაც პრეზიდენტის დისკრეციული უფლებამოსილება არსებობს, მას რეკომენდაციაც კი შეიძლება ეზედმეტოს
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი

არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics