14:49 - 29 Jun, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2022-12-06 10:31:18, 1051 ნახვა

მსოფლიო
კოლუმბიაში მეწყერმა მგზავრებით სავსე ავტობუსი მოიყოლა - დაღუპულია სულ მცირე 34 ადამიანი

კოლუმბიის ჩრდილო-დასავლეთით მდებარე პროვინციაში მეწყერმა მგზავრებით სავსე ავტობუსი მოიყოლა. Reuters-ის ცნობით, შემთხვევის შედეგად სულ მცირე 34 ადამიანი დაიღუპა. 

ქვეყნის კატასტროფების მართვის ეროვნული სააგენტოს ინფორმაციით, მაშველებმა 9 მგზავრის, მათ შორის 7 წლის გოგონას გადარჩენა მოახერხეს.

სტიქიის ზონაში, რომელიც დედაქალაქ ბოგოტადან 230 კმ-ის დაშორებით მდებარეობს, სამაშველო ღონისძიებები გრძელდება.

ძლიერი წვიმის შედეგად გამოწვეულ მეწყერს პრეზიდენტმა, გუსტავო პეტრომ ტრაგედია უწოდა. 

"სოლიდარობა მსხვერპლთა ოჯახებს", - დაწერა პეტრომ Twitter-ზე.

როგორც Reuters-ი წერს, კოლუმბიაში მთიანი რელიეფისა და ძლიერი წვიმების გამო, მეწყერი ხშირად ხდება.

მთავრობის სტატისტიკის მიხედვით, 2022 წელს, ძლიერ წვიმასთან დაკავშირებულ მოვლენებს 216-ზე მეტი ადამიანი ემსხვერპლა, 538 000 კი თავშესაფრის გარეშე დარჩა. 2017 წელს, ქალაქ მოკოაში მეწყერის შედეგად 320-ზე მეტი ადამიანი დაიღუპა.









ავტორი: ექსპრესნიუსი,


სოციალური ქსელები
პაპუაშვილი – ელენე ხოშტარიასთან დაკავშირებით რა გადაწყვეტილებებსაც მიიღებენ ექიმები, ისე იმოქმედებს პენიტენციური სამსახური
Flyone-მა კიშინაუდან ბათუმის მიმართულებით პირდაპირი ფრენები დაიწყო
შსს - უკანონო ბრუნვიდან ამოღებული 37 მილიონ ლარზე მეტი ღირებულების 700 კილოგრამამდე სხვადასხვა სახის ნარკოტიკული საშუალება განადგურდა
ივანიშვილის წარმომადგენელ პაპუაშვილს ჰქონია, რომ ცენზურა ქვეყანაში ევროკავშირის იმიჯის გამოსასწორებლად დააწესა
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics