09:07 - 19 Jun, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2022-12-02 09:26:01, 1629 ნახვა

ომი უკრაინაში
უკრაინის გენშტაბი - რუსეთმა ზაპოროჟიეს ოკუპირებული სოფლებიდან სამხედროების გაყვანა დაიწყო

უკრაინის შეიარაღებული ძალების გენერალური შტაბის ინფორმაციით, ზაპოროჟიეს ოლქის ოკუპირებულ სოფელ მიხაილოვკადან, ინჟენერნოედან  და ქალაქ პოლოგიდან რუსეთმა სამხედროების გაყვანა დაიწყო. გარდა ამისა, სოფელ ბურჩაკში მოსახლეობას ევაკუაციას სთავაზობენ. 

„არსებობს ინფორმაცია, რომ რუსეთის საოკუპაციო ჯარები ამზადებენ ცალკეულ ქვედანაყოფებს და ევაკუაციისთვის ამზადებენ ზაპოროჟიეს რეგიონის დროებით ოკუპირებული ტერიტორიის დასახლებების საოკუპაციო ადმინისტრაციების პერსონალს. 

პოლოგისა და ინჟენერნოიეს დასახლებებში ოკუპანტები ტოვებენ სახლებს, სადაც ისინი იყვნენ დასახლებულები და გაჰყავთ მიაქვთ ქონება. 

ბურჩაკის დასახლებაში საოკუპაციო ხელისუფლება ატარებს მოსახლეობის ე.წ. ნებაყოფლობითი აღწერას",- ნათქვამია განცხადებაში.

უკრაინის შეიარაღებული ძალების გენერალური შტაბის მონაცემებით, წინა დღეებში ზაპოროჟიეს ოლქის მირნოიეს, ტოკმაკის, ინჟენერნოიეს, პოლოგის, იასნოეს და კონსკიე დრაჟრის დასახლებებში რუსეთის ფედერაციის დანაკარგმა 230-ს სამხედროს გადააჭარბა, ხოლო განადგურდა 15-ზე მეტი სხვადასხვა ტიპის სამხედრო ტექნიკა და საწყობი.

 





ავტორი: ექსპრესნიუსი,


სოციალური ქსელები
ფოდოროვი - უკრაინა მიიღებს შორ მანძილზე მოქმედ არტილერიას, ფრთოსან რაკეტებს და დრონების მხარდაჭერას
ევროკავშირის ლიდერები შეთანხმდნენ, რომ რუსეთის წინააღმდეგ სანქციები ორჯერ გაახანგრძლივონ
ბულგარეთის პრორუსულმა პრემიერ-მინისტრმა პირობა დადო, რომ ვეტოს დაადებს ევროკავშირის ახალ სანქციების პაკეტს რუსეთის წინააღმდეგ.
აშშ-ის საზღვაო ძალებმა ირანის საზღვაო ბლოკადა დაასრულეს
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics