|
2022-12-01 10:24:59, 1964 ნახვა
კომენტარი
ნიკო კვარაცხელიას დედა - რა გახდა ხელისგულზე დადებული საქმის წინ და უკან ტარება, ვინ უმაგრებს ზურგს მკვლელებს
რა გახდა ხელისგულზე დადებული საქმის წინ და უკან ტარება, ვინ უმაგრებს ზურგს მკვლელებს,- სააპელაციო სასამართლოში ნიკო კვარაცხელიას საქმეზე მსჯავრდებულების პროცესს, რომელიც დღეს გაიმართება, იზა ომაძე ეხმიანება. ნიკო კვარაცხელიას დედა იმედს გამოთქვამს, რომ სააპელაციო სასამართლოს მოსამართლენი სამართლიან გადაწყვეტილებას მიიღებენ. "“მოთმინება ბრილიანტია”-ო, ბერი გაბრიელის სიტყვები გონებაში მუდმივად მიტრიალებს, ვითმენთ ძალიან ბევრს, ზომაზე მეტს, მაგრამ მოთმინება, ხშირად ურწმუნო, უსულო ადამიანების წინაშე ძალიან დამღუპველია, აზრადაც კი არ მომდის , რომ ნიკო კვარაცხელიას ტრაგიკული მკვლელობა უმკაცრესად არ შეფასდება, წარმოუდგენელია ხელისუფლების კურსი იყოს სრულიად უდანაშაულო, წარმატებული ახალგაზრდის მკვლელობა და მომხდარი ტრაგედიის არასწორი ფორმულირება, რა გახდა ხელისგულზე დადებული საქმის წინ და უკან ტარება, ვინ უმაგრებს ზურგს მკვლელებს??? ხვალ მორიგი აბსურდის თეატრია, ვერ წარმოიდგენთ როგორი რთული სანახავია ადამიანი რომელსაც სინანულის ნატამალი არ აქვს, წმინდა მამები ხშირად წერილებში აღწერენ ეშმაკს, რომელიც მათ გამოეცხადათ, და რომელიც ძალიან საზარელია, სწორეთ ასეთი ადამიანების დათმენა მიხდება,ასეთ სახეს იღებს ადამიანი სინანულის გარეშე, ასეთები არიან მკვლელები, მკვლელების დედები და მათი უფლებადამცველები, ოჯახები ძალიან დიდი თანხის ფასად ცდილობებ შვილების დახსნას… რაც შეეხება მკვლელი კავილაძის უნიჭოდ შედგენილ მონოლოგს, რომელიც, იფიქრა რომ გულისამაჩუყებელი იქნებოდა, არ გამოდგა წარმატებული. “სულგაყიდული ადამიანი ეშმაკის სათამაშოა” როგორ მებრალებით… თქვენც არ განახოთ უფალმა,ბევრი შავად შემოსილი ქართველი ქალი ერთად ჩემო ძვირფასებო!!!",- წერს კვარაცხელიას დედა. შეგახსენებთ, რომ 2021 წლის 15 სექტემბერს თბილისში, არაყიშვილის ქუჩაზე ნიკო კვარაცხელიას ცეცხლსასროლი იარაღიდან ესროლეს. მიყენებული ჭრილობების შედეგად, კვარაცხელია საავადმყოფოში მიყვანის შემდეგ გარდაიცვალა.
მიტროპოლიტი ისაია - მთავარი პრიორიტეტია საქართველოსთვის ზრუნვა, ვფიქრობ, ამ საქმეში პატრიარქი მარტო არ იქნება
კობახიძე - დღეს ჩვენი ეროვნული და სულიერი ცხოვრების ისტორიული ფურცელი გადაიშალა
ბიძინა და ეკატერინა ივანიშვილები შიო მესამეს - დღეიდან თქვენ გაკისრიათ საპატიო მისია, უხელმძღვანელოთ დედა ეკლესიას, იყოთ ერის და ბერის სულიერი მამა
არჩეული პატრიარქი შიო მესამედ იწოდა, ვინ იყვნენ შიო პირველი და შიო მეორე
|
რედაქტორის რჩევით
არჩეული პატრიარქი შიო მესამედ იწოდა, ვინ იყვნენ შიო პირველი და შიო მეორე
ჟურნალისტების დადგენილი მოძალადე სპეცრაზმელები დაკავებულები არიან, სისტემამ თავისი საყრდენების ჭამა დაიწყო
ომი უკრაინაში
პუტინს სჯერა რომ უკრაინაში აგრესიულ ომს მალე დაასრულებს და უკრაინის შეიარაღებულ ძალებს გაანადგურებს
რუსების აგრესიის შედეგად, ერთ დღეში უკრაინის სამ რეგიონში თითქმის 20 ადამიანი დაიჭრა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)