|
2022-11-26 10:00:29, 1737 ნახვა
ომი უკრაინაში
NYT - უკრაინისთვის მიწოდებული არტილერიის მესამედი უმოქმედოა, მისი შეკეთება პოლონეთში მიმდინარეობს
აშშ-ს შეიარაღებულმა ძალებმა პოლონეთში მოაწყეს სარემონტო ბაზა, სადაც უკრაინისთვის მიწოდებულ საარტილერიო იარაღს აკეთებენ,-აღნიშნულის შესახებ ინფორმაციას The New York Times-ი ავრცელებს. გამოცემის ცნობით, ბრძოლის დროს მიღებული ცვეთისა და დაზიანების გამო, დასავლეთის ქვეყნების მიერ უკრაინისთვის მიწოდებული დაახლოებით 350 საარტილერიო ნაწილიდან მესამედი უმოქმედოა. როგორც გამოცემა აღნიშნავს, ევროპაში აშშ-ის შეიარაღებული ძალების სარდლობის პრიორიტეტი ამ იარაღის შეკეთების ორგანიზება, სწორედ ამიტომ, აშშ-ს სამხედროებმა მოაწყვეს სარემონტო ბაზა პოლონეთში. გამოცემის წყაროების ცნობითვე, უკრაინული მხარე საჭიროდ მიიჩნევს, რომ ასეთი სარემონტო ბაზები ბრძოლის ველთან ახლოს იყოს განთავსებული. შეგახსენებთ, რომ ასეთი სერვის ცენტრების შექმნის ინიციატივით გამოვიდა გერმანიაც. ის ასევე შექმნის სერვის ცენტრს სლოვაკეთში უკრაინისთვის მიწოდებული იარაღის მოვლისა და შეკეთების მიზნით.
|
რედაქტორის რჩევით
დაკარგული შანსი საქართველოსთვის - უკრაინამ და მოლდოვამ ევროკავშირში გაწევრიანების პირველი კლასტერი გახსნეს
რატომ ასამარებს ივანიშვილის რეჟიმი საქართველოს განათლების მყიფე რეპუტაციას, ბარიერები უცხოელი სტუდენტებისთვის
ომი უკრაინაში
პავლოგრადზე რუსული თავდასხმის შედეგად 8 წლის გოგონა დაიღუპა
ფოდოროვი - უკრაინა მიიღებს შორ მანძილზე მოქმედ არტილერიას, ფრთოსან რაკეტებს და დრონების მხარდაჭერას
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
ივანიშვილის პარლამენტში თავისუფალი და კრიტიკული მედიის და ჟურნალისტების აკრედიტაცია შეუძლებელი ხდება
დღის თემა
დაკარგული შანსი საქართველოსთვის - უკრაინამ და მოლდოვამ ევროკავშირში გაწევრიანების პირველი კლასტერი გახსნეს
მთავარი თემა
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)