13:41 - 21 Jun, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2022-11-22 09:09:28, 1386 ნახვა

ომი უკრაინაში
ზელენსკი - მსოფლიომ რუსეთი ტერორისტულ სახელმწიფოდ უნდა აღიაროს, რადგან ეს ასეა

მსოფლიომ რუსეთი ტერორისტულ სახელმწიფოდ უნდა აღიაროს, რადგან ეს ასეა, - ამის შესახებ უკრაინის პრეზიდენტმა ვოლოდიმირ ზელენსკიმ ვიდეომიმართვაში განაცხადა .

მან აღნიშნა, რომ ნატო-ს საპარლამენტო ასამბლეაზე სიტყვით გამოსვლისას ისაუბრა უკრაინის წვლილზე თავისუფლებისა და ევროპული ღირებულებების დაცვაში.

„მოვუწოდე ალიანსის ქვეყნებს, მიიღონ კონკრეტული ქმედებები მშვიდობის უკრაინული ფორმულის განსახორციელებლად, რომელსაც შეუძლია საიმედოდ უზრუნველყოს მშვიდობა და სამართლიანობა უკრაინასა და მთელ ევროატლანტიკურ საზოგადოებაში და ასევე მოვუწოდე ნატოს წევრი ქვეყნების ყველა პარლამენტს. საბოლოოდ გადავწყვიტოთ რუსეთის ტერორისტულ სახელმწიფოდ აღიარება. მჯერა, რომ თანდათან მივაღწევთ ამ შედეგს - ასე იქნება რუსეთი აღქმული მსოფლიოში. ზუსტად ისეთი, როგორიც გახდა. ტერორისტულ სახელმწიფოდ", - აღნიშნა უკრაინის პრეზიდენტმა. .

ზელენსკიმ ასევე მადლობა გადაუხადა ნატო-ს საპარლამენტო ასამბლეის ყველა წევრს, რომლებმაც შესაბამისი რეზოლუცია მიიღეს.

შეგახსენებთ, რიმ 21 ნოემბერს ნატო-ს საპარლამენტო ასამბლეამ რუსეთი ტერორისტულ სახელმწიფოდ აღიარა და მისი აგრესიისთვის სპეციალური საერთაშორისო ტრიბუნალის შექმნა მოითხოვა.

ნატო-ს 30-ვე ქვეყანამ მხარი დაუჭირა უკრაინის დელეგაციის წინადადებებს ნატო-ს საპარლამენტო ასამბლეის შესაბამისი რეზოლუციისთვის.

რეზოლუცია გაეგზავნება ნატო-ს წევრ- ყველა ქვეყნის მთავრობასა და პარლამენტს.

რეზოლუციაში გათვალისწინებული იყო უკრაინის დელეგაციის სურვილი: უკრაინაში იარაღის მიწოდების გაზრდა; უკრაინის ნატოში გაწევრიანების კონკრეტული ნაბიჯების შემუშავება; მიყენებული ზიანისათვის რუსეთის ფედერაციიდან ანაზღაურების აღების მექანიზმის შექმნა.





ავტორი: ექსპრესნიუსი,


სოციალური ქსელები
პოლონელების ხოცვა, უკრაინელების ეთნიკური წმენდა - რატომ დაუპირისპირდა ვარშავა და კიევი ერთმანეთს - ისტორიული ფაქტები
ევროპაში საბრძოლო ველზე სუპერტანკი წარადგინეს, რომელიც რობოტული კოშკურითა და დრონებითაა აღჭურვილი .
ვენსი შვეიცარიაში ირანთან მოლაპარაკებებისთვის ჩავიდა
მზია ამაღლობელი - ელენე ხოშტარიას მდგომარეობის დაიგნორება გაუჭირდებათ - მინდა მას ვუთხრა, რომ მარტო არ არის
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics