|
2022-11-14 15:12:33, 1228 ნახვა
საზოგადოება
შიდა ქართლის რაიონული პროკურატურის წარმომადგენლებმა ფემიციდის წინააღმდეგ ბრძოლის კამპანიის ფარგლებში რეგიონის მასშტაბით საინფორმაციო შეხვედრები გამართეს
გენდერული ნიშნით მოტივირებული ქალთა მკვლელობების წინააღმდეგ საინფორმაციო კამპანიის - „არა ფემიციდს" ფარგლებში, შიდა ქართლის რაიონული პროკურატურის წარმომადგენლებმა, მცხეთის, გორის და ხაშურის მოსახლეობასთან, ადგილობრივი თვითმმართველობის და სხვადასხვა პროფესიული წრის წარმომადგენლებთან, საინფორმაციო შეხვედრა გამართეს. შეხვედრებზე, რომელთა მიზანია ქალთა მიმართ და ოჯახში ძალადობის წინააღმდეგ საზოგადოების ცნობიერების ამაღლება და ფემიციდის დანაშაულების პრევენცია, პროკურორებმა მონაწილეებს ფემიციდის, ქალთა მიმართ გენდერული ძალადობის და ოჯახური დანაშაულის წინააღმდეგ პროკურატურის მიერ განხორციელებული ღონისძიებების და არსებული გამოწვევების შესახებ მიაწოდეს ინფორმაცია. შიდა ქართლის რეგიონებში გამართულ შეხვედრებზე განხილული იქნა ფემიციდის წინააღმდეგ ბრძოლის, ძალადობის მსხვერპლი ქალების დაცვის და დახმარების სერვისებზე ხელმისაწვდომობის საკითხები; ასევე ქალთა მიმართ და ოჯახში ძალადობის შედეგად დაზარალებული პირების დაცვის და რეაბილიტაციის პროცესი. პროკურორებმა ხაზი გაუსვეს საქართველოს პროკურატურის მიერ ბოლო წლებში ქალთა მიმართ და ოჯახში ძალადობის წინააღმდეგ ბრძოლის მიმართულებით განხორციელებულ რეფორმებს. მათივე თქმით, ამ ტიპის დანაშაულებთან ბრძოლა პროკურატურის ერთ-ერთ პრიორიტეტს წარმოადგენს. აღინიშნა ისიც, რომ მნიშვნელოვანია საზოგადოების აქტიური ჩართულობა და ძალადობის პირველივე შემთხვევის შესახებ შეტყობინება, რათა სამართალდამცავმა ორგანოებმა ეფექტიანად მოახდინონ რეაგირება და თავიდან იქნას აცილებული მძიმე დანაშაული. დასასრულს, შეხვედრის მონაწილეებმა გამოთქვეს მოსაზრებები ფემიციდის, გენდერული სტერეოტიპების შესახებ და პროკურორებისგან მათთვის საინტერესო საკითხების შესახებ ამომწურავი პასუხები მიიღეს. ფემიციდის წინააღმდეგ კამპანია აშშ-ის საელჩოს და გაეროს ქალთა ორგანიზაციის (UN Women) მხარდაჭერით ხორციელდება. ფემიციდის წინააღმდეგ საინფორმაციო კამპანიის ფარგლებში, პროკურორები საქართველოს სხვადასხვა რეგიონსა და ქალაქში, აქტიურად განაგრძობენ საზოგადოების წარმომადგენლებთან შეხვედრებს. #არაფემიციდს #მკვლელობაისჯებამკაცრად #შეაჩერეფემიციდი #სიყვარულიარკლავს
Financial Times: აშშ უკრაინას რუსეთის ნავთობობიექტებზე თავდასხმებში ეხმარება
გერმანიის სამხედრო ხარჯები ცივი ომის შემდეგ უნახავ დონეს მიაღწევს
„როსატომმა“ კურსკის ატომურ ელექტროსადგურზე დრონებით თავდასხმის შესახებ განაცხადა
ISW: რუსეთის არმიის რეალური წარმატებები უკრაინაში პუტინის მიერ განცხადებულზე ხუთჯერ ნაკლები აღმოჩნდა
|
რედაქტორის რჩევით
ევროკავშირის ახალი ინიციატივები აზერბაიჯანისთვის და სომხეთისთვის, საქართველო ბორტს მიღმაა
პოლონელების ხოცვა, უკრაინელების ეთნიკური წმენდა - რატომ დაუპირისპირდა ვარშავა და კიევი ერთმანეთს - ისტორიული ფაქტები
ომი უკრაინაში
ISW: რუსეთის არმიის რეალური წარმატებები უკრაინაში პუტინის მიერ განცხადებულზე ხუთჯერ ნაკლები აღმოჩნდა
კიევში 7 ივლისი გლოვის დღედ გამოცხადდა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
პოლონელების ხოცვა, უკრაინელების ეთნიკური წმენდა - რატომ დაუპირისპირდა ვარშავა და კიევი ერთმანეთს - ისტორიული ფაქტები
მთავარი თემა
|


ავტორი: NS (სტატია დაფინანსებულია),



epn.ge (@expressnews.ge)