|
2022-11-10 10:18:06, 1978 ნახვა
კომენტარი
ჯაფარიძე ხერსონიდან რუსების გაყვანაზე - ზუსტად ასე გაა**ამენ აფხაზეთიდან და სამაჩაბლოდან
აურზაური იმასთან დაკავშირებით, რომ თუ ვინმე შეეხება რუსეთის სუვერენულ ტერიტორიას, კრემლი ისვრის ბირთვულს, ირეცხება უნიტაზში, - ასე ეხმაურება "გირჩი მეტი თავისუფლების" ლიდერი, ზურაბ ჯაფარიძე ხერსონიდან რუსეთის ჯარების გასვლას. მისი თქმით, ხერსონიდან გასვლა არ არის უბრალოდ რუსების მორიგი უკან დახევა, არამედ ეს ნიშნავს რუსეთის სუვერენული ტერიტორიის დათმობას. "ხერსონიდან გასვლა არ არის უბრალოდ რუსების მორიგი უკან დახევა. კრემლის გადმოსახედიდან ხერსონი არის რუსეთის სუვერენული ტერიტორია. მაქედან უკან დახევა ნიშნავს რუსეთის სუვერენული ტერიტორიის დათმობას. შესაბამისად, მთელი ეს აურზაური იმასთან დაკავშირებით რომ თუ ვინმე შეეხება რუსეთის სუვერენულ ტერიტორიას, კრემლი ისვრის ბირთვულს, ირეცხება უნიტაზში, აგერ ჩვენს თვალწინ. რატომ არის ეს მნიშვნელოვანი ჩვენთვის? იმიტომ რომ ზუსტად ასე გაა**ამენ აფხაზეთიდან და სამაჩაბლოდან. და მუქარა რომ თუ საქართველო არ აღიარებს შექმნილ რეალობას და არ მოიქცევა წესიერად, შეიძლება ეს ტერიტორიები მიიერთოს, აწი კრემლს შეუძლია გაიკეთოს **აკში. იმიტომ რომ, რომც მიიერთოს, მაინც გაა**ამენ", - წერს ჯაფარიძე. ცნობისთვის, 9 ნოემბერს რუსულმა მედიამ თავდაცვის მინისტრზე, სერგეი შოიგუზე დაყრდნობით გაავრცელა ინფორმაცია, რომ რუსეთს ხერსონიდან შეიარაღებული ძალები გაჰყავდა. თუმცა, უკრაინის პრეზიდენტის ადმინისტრაციამ განაცხადა, რომ ხერსონში რუსული ჯარების მნიშვნელოვანი ჯგუფია და უბრძოლველად უკან დახევის ნიშნები არ არის . ვოლოდიმირ ზელენსკის თქმით, სამხრეთით შეიარაღებული ძალები ფრთხილად მიიწევენ წინ, რათა კონტრშეტევა მინიმალური დანაკარგებით წარიმართოს, რადგან მტერი უბრძოლველად არ აპირებს პოზიციების დათმობას.
პეტერ ფიშერი შიო III-ს სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქად არჩევას ულოცავს
შეიძინე კრიპტო თიბისის მობაილბანკში და მიიღე შანსი, დასაჩუქრდე YE, Kanye West-ის კონცერტის ბილეთებით
არჩეული პატრიარქის რუსული კავშირები
სააკაშვილი პატრიარქ შიო III-ს მოუწოდებს, ხელი შეუწყოს რუსული გავლენებისა და ნარატივების აღმოფხვრას
|
რედაქტორის რჩევით
არჩეული პატრიარქის რუსული კავშირები
არჩეული პატრიარქი შიო მესამედ იწოდა, ვინ იყვნენ შიო პირველი და შიო მეორე
ომი უკრაინაში
პუტინს სჯერა რომ უკრაინაში აგრესიულ ომს მალე დაასრულებს და უკრაინის შეიარაღებულ ძალებს გაანადგურებს
რუსების აგრესიის შედეგად, ერთ დღეში უკრაინის სამ რეგიონში თითქმის 20 ადამიანი დაიჭრა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
არჩეული პატრიარქის რუსული კავშირები
დღის თემა
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)