22:30 - 29 Jun, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2022-11-06 18:41:00, 1567 ნახვა

მსოფლიო
პოდოლიაკი - რუსეთი უკრაინაში „ენერგეტიკული გენოციდის“ ჩადენას ცდილობს

რუსეთის ფედერაცია „ენერგეტიკული გენოციდის“ ჩადენას ცდილობს, - ამის შესახებ უკრაინის პრეზიდენტის ოფისის მრჩეველმა, მიხაილო პოდოლიაკმა სოციალურ ქსელ Twitter-ზე დაწერა.

პოდოლიაკის განცხადებით, უკრაინა გამოწვევებს ეფექტურად უმკლავდება და პრობლემის მოსაგვარებლად, პარტნიორებთან ერთად მუშაობას აგრძელებს.

"მოდი, ვიყოთ გულწრფელები: რუსეთის ფედერაცია ცდილობს „ენერგეტიკული გენოციდის“ ჩადენას, მაგრამ კიევი და უკრაინა ფეხზე იდგება. მარტივი დაცვის გეგმა: საჰაერო თავდაცვა, ინფრასტრუქტურის ობიექტების დაცვა, მოხმარების ოპტიმიზაცია. სახელმწიფო ეფექტურად უმკლავდება ამ გამოწვევებს. ჩვენ პარტნიორებთან ერთად ვმუშაობთ პრობლემის მოგვარებაზე", - აცხადებს პოდოლიაკი.

შეგახსენებთ, რომ კიევის მერი, ვიტალი კლიჩკო დედაქალაქში ელექტროენერგიისა და წყალმომარაგების სრულ შეწყვეტას არ გამორიცხავს.

როგორც The New York Times წერს, ელექტროენერგიის სრული გათიშვის შემთხვევაში, კიევის ხელისუფლებამ მოსახლეობის სრული ევაკუაციის დაგეგმვა დაიწყო. 

ევაკუაციის შემთხვევაში, უკრაინის დედაქალაქის დატოვება 3 მლნ მცხოვრებს მოუწევს.

ენერგიის დაზოგვის მიზნით კიევში 6 ნოემბრიდან საათობრივი გათიშვაა დაწესებული.





ავტორი: ექსპრესნიუსი,


სოციალური ქსელები
ოლიგარქის ვაჟს ცოტნე ივანიშვილს ოცნების ახალგაზრდული ორგანიზაცია აბარია და ამბობს რომ პოლიტიკაში ჩართვის ინტერესი არ აქვს
ელენე ხოშტარიას უახლოეს დღეებში დამატებითი კვლევების ჩატარების მიზნით, სამოქალაქო სექტორის კლინიკა „ვივამედში" გადაიყვანენ
ტოკაევმა კობახიძე ყაზახეთის რესპუბლიკის პირველი ხარისხის „მეგობრობის" საპატიო ორდენით დააჯილდოვა
ორბანის გადადგომის შემდეგ უნგრეთმა რუსეთის მოქალაქეებზე ვიზების გაცემა შეაჩერა
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics