|
2022-11-04 12:54:23, 958 ნახვა
საზოგადოება
თავდაცვის მინისტრის მოადგილე ევროპული და ევრო-ატლანტიკური ინტეგრაციის საკითხებზე შეხვედრას დაესწრო
საქართველოს თავდაცვის მინისტრის მოადგილე გრიგოლ გიორგაძე საქართველოს ევროპული და ევრო-ატლანტიკური ინტეგრაციის საკითხებზე სასულიერო პირებთან საინფორმაციო შეხვედრას დაესწრო. თავდაცვის სამინისტროს ცნობით, ნატოსა და ევროკავშირის შესახებ საინფორმაციო ცენტრისა და კავშირის „21-ე საუკუნე“ მიერ ორგანიზებული შეხვედრა მიზნად ისახავდა ევროპული და ევრო-ატლანტიკური ინტეგრაციის საკითხებზე საზოგადოების ცნობიერების ამაღლების კუთხით ეკლესიის ჩართულობასა და ინფორმაციის გაცვლას. გრიგოლ გიორგაძემ ისაუბრა საქართველოს, როგორც ასპირანტი ქვეყნის თანამშრომლობაზე ნატოსთან სამხედრო კუთხით და ნატო-საქართველოს არსებითი პაკეტის წარმატებული იმპლემენტაციის პროცესზე. მინისტრის მოადგილემ ყურადღება გაამახვილა საქართველოში მრავალეროვნული სამხედრო სწავლებების ჩატარების მნიშვნელობაზე, ასევე ნატო-საქართველოს წვრთნისა და შეფასების ერთობლივი ცენტრის (JTEC) როლსა და შესაძლებლობებზე. გრიგოლ გიორგაძემ აღნიშნა, რომ საქართველო ზედმიწევნით ასრულებს ალიანსის წინაშე აღებულ ვალდებულებებს, რაც დადებითად ფასდება ნატოსა და წევრი სახელმწიფოების წარმომადგენლების მიერ. თელავში გამართულ ღონისძიებას ნატოსა და ევროკავშირის შესახებ საინფორმაციო ცენტრის დირექტორი თამარა წულეისკირი, ნატოს სამეკავშირეო ოფისის ხელმძღვანელი, ალექსანდერ ვანიკოვი, მაღალი იერარქიის სასულიერო პირები, ასევე, საერთაშორისო ორგანიზაციებისა და დიპლომატიური კორპუსის წარმომადგენლები დაესწრნენ.
|
რედაქტორის რჩევით
ევროკავშირის ახალი ინიციატივები აზერბაიჯანისთვის და სომხეთისთვის, საქართველო ბორტს მიღმაა
პოლონელების ხოცვა, უკრაინელების ეთნიკური წმენდა - რატომ დაუპირისპირდა ვარშავა და კიევი ერთმანეთს - ისტორიული ფაქტები
ომი უკრაინაში
ISW: რუსეთის არმიის რეალური წარმატებები უკრაინაში პუტინის მიერ განცხადებულზე ხუთჯერ ნაკლები აღმოჩნდა
კიევში 7 ივლისი გლოვის დღედ გამოცხადდა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
პოლონელების ხოცვა, უკრაინელების ეთნიკური წმენდა - რატომ დაუპირისპირდა ვარშავა და კიევი ერთმანეთს - ისტორიული ფაქტები
მთავარი თემა
|


ავტორი: NS (სტატია დაფინანსებულია),



epn.ge (@expressnews.ge)