|
2022-10-21 17:53:39, 943 ნახვა
საზოგადოება
ბურჭულაძე - ძალისხმევას არ დავიშურებთ, რომ კიბერუსაფრთხოების ფორუმი კიდევ უფრო გაფართოვდეს
საქართველოს თავდაცვის მინისტრმა ჯუანშერ ბურჭულაძემ რადიო ,,იმედის'' ეთერში კიბერუსაფრთხოების გამოწვევებსა და მის მნიშვნელობაზე ისაუბრა. მან აღნიშნა, რომ კიბერუსაფრთხოება არის არაკონვენციური ომის ნაწილი. თუმცა, აქტუალურობიდან გამომდინარე, იგი აუცილებლად გადაიზრდება კონვენციური ომის ჭრილში. მინისტრმა ხაზი გაუსვა კიბერუსაფრთხოების საერთაშორისო ღონისძიების მნიშვნელობას, რომელიც უკვე მესამე წელია საქართველოში იმართება და აღნიშნა, რომ სამომავლოდ აუცილებლად ხელს შეუწყობს ამ ფორუმის გაფართოებას. „ის რომ ღონისძიება კიბერუსაფრთხოების თაობაზე უკვე მესამე წელია ჩვენთან ტარდება, ძალიან მნიშვნელოვანია. კიბერუსაფრთხოების ფორუმზე მე ჩემს გამოსვლაში აღვნიშნე, რომ ჩვენ მაქსიმალურ ძალისხმევას არ დავიშურებთ, ეს ფორუმი კიდევ უფრო გაფართოვდეს და მომავალში უნდა მიიღოს მასშტაბური სახე, მისი აქტუალურობიდან გამომდინარე“, - აღნიშნა თავდაცვის უწყების ხელმძღვანელმა. ჯუანშერ ბურჭულაძის განცხადებით, ევროპა და დასავლეთი კიბერუსაფრთხოებისა და ტექნოლოგიების მიმართულებით მოწინავე ქვეყნები არიან და ჩვენც ამ მოწინავე ქვეყნების ნაწილი ვართ.
|
რედაქტორის რჩევით
ევროკავშირის ახალი ინიციატივები აზერბაიჯანისთვის და სომხეთისთვის, საქართველო ბორტს მიღმაა
პოლონელების ხოცვა, უკრაინელების ეთნიკური წმენდა - რატომ დაუპირისპირდა ვარშავა და კიევი ერთმანეთს - ისტორიული ფაქტები
ომი უკრაინაში
ISW: რუსეთის არმიის რეალური წარმატებები უკრაინაში პუტინის მიერ განცხადებულზე ხუთჯერ ნაკლები აღმოჩნდა
კიევში 7 ივლისი გლოვის დღედ გამოცხადდა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
პოლონელების ხოცვა, უკრაინელების ეთნიკური წმენდა - რატომ დაუპირისპირდა ვარშავა და კიევი ერთმანეთს - ისტორიული ფაქტები
მთავარი თემა
|


ავტორი: NS (სტატია დაფინანსებულია),



epn.ge (@expressnews.ge)