03:14 - 30 Jun, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2022-10-21 13:51:38, 1002 ნახვა

მსოფლიო
უკრაინამ რუსეთისთვის ირანული შეიარაღების მიწოდებაზე გამოძიება დაიწყო

უკრაინის უსაფრთხოების სამსახურმა (SBU) რუსეთისთვის ირანული შეიარაღების მიწოდებაზე გამოძიება დაიწყო. 

უკრაინული მედიის ინფორმაციით, SBU-ს გამომძიებლებმა, სისხლის სამართლის საქმის ფარგლებში, უნდა დაადგინონ ყველა პირი, ვინც რუსეთის ფედერაციისთვის ირანული დრონების - "შაჰედ-136"-ის და "მოჰაჯერ-6"-ის, აგრეთვე მცირე რადიუსის ბალისტიკური რაკეტების მიწოდებაში მონაწილეობს. 

უსაფრთხოების სამსახურში ფიქრობენ, რომ ირანის ხელისუფლებისა და სამხედრო-სამრეწველო კომპლექსის წარმომადგენლები შეგნებულად ეხმარებიან რუსეთის ფედერაციას უკრაინის წინააღმდეგ ომში.

„ვინც რუსეთს ეხმარება უკრაინის მშვიდობიანი ქალაქებისა და სოფლების დაბომბვაში, ასევე პასუხი უნდა აგოს რუსეთის სამხედრო დანაშაულებზე", - განაცხადა SBU-ს ხელმძღვანელმა, ვასილი მალიუკმა.

საქმეზე გამოძიება უკრაინის სისხლის სამართლის კოდექსის 111-2 მუხლის 1-ლი ნაწილით მიმდინარეობს, რაც 12 წლამდე თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.

ცნობისთვის, ირანის საგარეო საქმეთა მინისტრმა უსაფრთხოებისა და პოლიტიკის საკითხებში ევროკავშირის უმაღლეს წარმომადგენელთან, ჟოზეფ ბორელთან სატელეფონო საუბრისას უარყო, რომ ირანმა მოსკოვს უპილოტო თვითმფრინავები მიაწოდა.

ჰოსეინ ამირაბდოლაჰიანი აცხადებს, რომ "ირანი არ უგზავნის იარაღს უკრაინაში მეომარ მხარეებს და ომის დასრულება სურს".

ამერიკის შეერთებული შტატების მტკიცებით კი, "ირანი აგრძელებს ტყუილს, თუმცა მსოფლიომ იცის, რუსეთი მის დრონებს მოსახლეობაზე თავდასხმისთვის იყენებს". 

სახელმწიფო დეპარტამენტის პრესსპიკერმა, ნედ პრაისმა მიმდინარე კვირაში განაცხადა, რომ  გაერო-ს უშიშროების საბჭოს მიეწოდა ინფორმაცია ირანიდან რუსეთში უპილოტო საფრენი აპარატების გაგზავნის მტკიცებულების შესახებ, რომელიც გაეროს უშიშროების საბჭო 2231 რეზოლუციას არღვევს.





ავტორი: ექსპრესნიუსი,


სოციალური ქსელები
აზერბაიჯანელმა პოლიტპატიმრებმა ფონ დერ ლაიენს ბაქოში ვიზიტის დროს ადამიანის უფლებების საკითხების წამოჭრისკენ მოუწოდეს
რუსეთის ელიტა ომის ესკალაციისთვის ემზადება უკრაინის მიერ რუსეთის სიღრმეში თავდასხმების შემდეგ - The Washington Post
ცოტნე ივანიშვილი პარლამენტში ცემა-ტყეპაზე - ხელი როგორ მოხვდა, რა ფორმით მოხდა, რა სიძლიერით მოხვდა, ამის ზომვა როგორ უნდა დავიწყოთ?
ოლიგარქის ვაჟს ცოტნე ივანიშვილს ოცნების ახალგაზრდული ორგანიზაცია აბარია და ამბობს რომ პოლიტიკაში ჩართვის ინტერესი არ აქვს
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics