|
2022-10-19 13:57:21, 1251 ნახვა
საზოგადოება
წყალტუბოში მამამთილმა რძალი ქმრის საფლავზე დაჭრა - ქალის მდგომარეობა მძიმეა
წყალტუბოში მამამთილმა რძალი ქმრის სასაფლაოზე დაჭრა, სადაც ქალი სამ არასრულწლოვან შვილებთან ერთად იმყოფებოდა. ქალის მდგომარეობა მძიმეა. მას დაზიანებები თავის, გულმკერდისა და მუცლის არეში აქვს მიყენებული. "ის იმყოფებოდა სასაფლაოზე საკუთარი მეუღლის საფლავზე, საკუთარი არასრულწლოვანი შვილების და მეოთხე არასრულწლოვანის თანდასწრებით, რა დროსაც მამამთილი მივიდა მასთან , ჩემი ინფორმაციით, ნასვამ მდგომარეობაში და ეუბნებოდა რძალს, რომ წამოსულიყო სალაპარაკოდ, რაზეც არ დათანხმდა და ამ დროს ბრალდებულმა სწრაფად ამოიღო დანა, საკმაოდ დიდი დანით და მიაყენა დაზიანებები - თავის, გულმკერდისა და მუცლის არეში",- ამბობს დაზარალებული ქალის უფლებადამცველი, ლევან ჭელიძე. ბრალდებულის ადვოკატის განცხადებიდან ირკვევა, რომ მამაკაცს წარსულშიც ჰქონდა შემაკავებელი ორდერი გამოწერილი, თუმცა გარკვეული მიზეზებით, ის გაუუქმეს. "თავდასხმის მიზნით არ მომხდარა, შელაპარაკება მოხდა სასაფლაოზე, გაუფრთხილებლობით. შემაკავებელი ჰქონდა, მაგრამ გავაუქმეთ, მაგრამ გავაუქმეთ, რადგან არ დადასტურდა",- აცხადებს ბრალდებულის ადვოკატი, დავით ბრეგაძე.
|
რედაქტორის რჩევით
ევროკავშირის ახალი ინიციატივები აზერბაიჯანისთვის და სომხეთისთვის, საქართველო ბორტს მიღმაა
პოლონელების ხოცვა, უკრაინელების ეთნიკური წმენდა - რატომ დაუპირისპირდა ვარშავა და კიევი ერთმანეთს - ისტორიული ფაქტები
ომი უკრაინაში
ISW: რუსეთის არმიის რეალური წარმატებები უკრაინაში პუტინის მიერ განცხადებულზე ხუთჯერ ნაკლები აღმოჩნდა
კიევში 7 ივლისი გლოვის დღედ გამოცხადდა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
პოლონელების ხოცვა, უკრაინელების ეთნიკური წმენდა - რატომ დაუპირისპირდა ვარშავა და კიევი ერთმანეთს - ისტორიული ფაქტები
მთავარი თემა
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)