|
2022-10-17 13:41:14, 1104 ნახვა
საზოგადოება
„ინტერმარიუმ კიბერუსაფრთხოების ფორუმი 2022“ გაიხსნა
საქართველოს თავდაცვის მინისტრმა „ინტერმარიუმ კიბერუსაფრთხოების ფორუმი 2022“ გახსნა. ჯუანშერ ბურჭულაძემ, თანამედროვე გამოწვევების ფონზე, კიბერუსაფრთხოების სფეროში საერთაშორისო პარტნიორებთან თანამშრომლობის მნიშვნელობაზე ისაუბრა. მისი განცხადებით, კიბერუსაფრთხოების სფეროს კიდევ უფრო განვითარება საქართველოს თავდაცვის სამინისტროს ერთ-ერთ მნიშვნელოვან პრიორიტეტს წარმოადგენს. თავდაცვის მინისტრმა აღნიშნა, რომ საქართველო, როგორც ევროპული უსაფრთხოების არქიტექტურის ნაწილი, კიბერუსაფრთხოების კუთხით ევროკავშირსა და ნატოში არსებულ საუკეთესო პრაქტიკას იზიარებს. მან „ინტერმარიუმ კიბერუსაფრთხოების ფორუმი“ რეგიონულ პლატფორმად განიხილა, მისი გაფართოების შესახებ ისაუბრა, ასევე ღონისძიების ორგანიზების საქმეში ევროკავშირისა და ნატოს მხარდაჭერა ხაზგასმით აღნიშნა. ფორუმის მონაწილეებს სიტყვით მიმართეს კიბერუსაფრთხოების ბიუროს დირექტორმა, ლუკა მგელაძემ და ევროკავშირის დელეგაციის ხელმძღვანელის მოადგილემ ასუნსიონ სანჩეს რუისმა. ღონისძიება პარტნიორ ქვეყნებს შორის კიბერუსაფრთხოების მიმართულებით თანამშრომლობის გაღრმავებასა და გამოცდილების გაზიარებას ისახავს მიზნად. თავდაცვის სამინისტროს კიბერუსაფრთხოების ბიუროს ორგანიზებით, ნატო-საქართველოს არსებითი პაკეტის ფარგლებში, საქართველო ფორუმს უკვე მესამე წელია მასპინძლობს.
|
რედაქტორის რჩევით
ევროკავშირის ახალი ინიციატივები აზერბაიჯანისთვის და სომხეთისთვის, საქართველო ბორტს მიღმაა
პოლონელების ხოცვა, უკრაინელების ეთნიკური წმენდა - რატომ დაუპირისპირდა ვარშავა და კიევი ერთმანეთს - ისტორიული ფაქტები
ომი უკრაინაში
ISW: რუსეთის არმიის რეალური წარმატებები უკრაინაში პუტინის მიერ განცხადებულზე ხუთჯერ ნაკლები აღმოჩნდა
კიევში 7 ივლისი გლოვის დღედ გამოცხადდა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
პოლონელების ხოცვა, უკრაინელების ეთნიკური წმენდა - რატომ დაუპირისპირდა ვარშავა და კიევი ერთმანეთს - ისტორიული ფაქტები
მთავარი თემა
|


ავტორი: NS (სტატია დაფინანსებულია),



epn.ge (@expressnews.ge)