2022-10-15 10:22:03, 1029 ნახვა
მსოფლიო
თურქეთში მაღაროში მომხდარ აფეთქებას, სულ მცირე, 28 ადამიანის სიცოცხლე ემსხვერპლა
თურქეთში, ბართინის პროვინციაში მაღაროში აფეთქება მოხდა, რომელსაც სულ მცირე, 28 ადამიანის სიცოცხლე ემსხვერპლა. აღნიშნულის შესახებ ინფორმაცოას BBC-ი ავრცელებს.
გამოცემის ცნობით, მაღაროში აფეთქება გუშინ, 14 ოქტომბერს მოხდა - ადგილზე, დაახლოებით, 110 ადამიანი 300 მეტრის სიღრმეზე იმყოფებოდა.
თურქეთის ჯანდაცვის მინისტრის, ფაჰრეთინ კოჩას ინფორმაციით, მაღაროდან 11 ადამიანი გამოიყვანეს, რომლებსაც სამედიცინო დახმარება უტარდებათ.
. შინაგან საქმეთა მინისტრის, სულეიმან სოლუს ცნობით, აფეთქება, წინასწარი ინფორმაციით, დაახლოებით, 300 მეტრის სიღრმის ადგილზე მოხდა - 49 ადამიანი 300-დან 350 მეტრის სიღრმის ტერიტოიაზე "სარისკო" ზონაზე მუშაობდნენ.
"არიან ადამიანები, რომელთა ადგილიდან გამოყვანასაც ჯერჯერობით ვერ ვახერხებთ",- განაცხადა მინისტრმა.
ავტორი: ექსპრესნიუსი,