05:29 - 30 Jun, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2022-10-13 10:39:53, 1161 ნახვა

მსოფლიო
ჯო ბაიდენი - გაერო-ს კენჭისყრა მკაფიო სიგნალია მოსკოვისთვის

გაერო-ს კენჭისყრა მკაფიო სიგნალია მოსკოვისთვის,- ამის შესახებ აშშ-ის პრეზიდენტმა, ჯო ბაიდენმა განაცხადა.

მისი თქმით, დღეს მსოფლიოს აბსოლუტურმა უმრავლესობამ, იდეოლოგიებისა და მთავრობების ფართო სპექტრით, ხმა მისცეს, რათა დაეცვათ გაერო-ს წესდება და დაგმეს რუსეთის მიერ უკრაინის ტერიტორიის ძალისმიერი ანექსიის უკანონო მცდელობა.

„143 ერი დადგა თავისუფლების, სუვერენიტეტისა და ტერიტორიული მთლიანობის მხარეს. მხოლოდ ოთხმა აირჩია რუსეთის მხარე“, - განაცხადა ბაიდენმა.

ბაიდენის თქმითვე, გაერო-ს წესდების ძირითად პრინციპებზე თავდასხმით, რუსეთი ანადგურებს საერთაშორისო მშვიდობისა და უსაფრთხოების საფუძვლებს.

„ამ კონფლიქტის ფსონები ყველასთვის გასაგებია და მსოფლიომ საპასუხოდ მკაფიო გზავნილი გააგზავნა. რუსეთს არ შეუძლია რუკიდან სუვერენული სახელმწიფოს წაშლა. რუსეთს არ შეუძლია ძალით საზღვრების შეცვლა. რუსეთს არ შეუძლია სხვა ქვეყნის ტერიტორიის მიტაცება, თითქოს მისია. უკრაინას აქვს იგივე უფლებები, როგორც ყველა სხვა სუვერენულ ქვეყანას. მას უნდა შეეძლოს საკუთარი მომავლის არჩევა და მის ხალხს უნდა შეეძლოს მშვიდად ცხოვრება საერთაშორისოდ აღიარებულ საზღვრებში“,- განაცხადა ბაიდენმა.

როგორც ბაიდენმა განაცხადა, რუსეთს არ შეუძლია სხვა ქვეყნის ტერიტორიის მიტაცება, თითქოს მისია.

„გაერო-ს გენერალურ ასამბლეასთან ერთად, ჩვენ არ შევეგუებით ანექსიის უკანონო მცდელობებს ან მეზობლის ტერიტორიის ძალის გამოყენებით მიტაცებას“,- დასძინა ბაიდენმა..

ცნობისთვის, გუშინ გაერო-ს გენერალური ასამბლეის საგანგებო სესიაზე, 143 ხმით 5 წინააღმდეგ კენჭი უყარეს რეზოლუციას, რომელიც რუსეთის მიერ უკრაინის ანექსირებას გმობს. რეზოლუციის წინააღმდეგ ხმა მისცა რუსეთმა, ბელარუსმა, ჩრდილოეთ კორეამ, სირიამ და ნიკარაგუამ. კენჭისყრისას თავი 35-მა წევრმა შეიკავა.

 





ავტორი: ექსპრესნიუსი,


სოციალური ქსელები
აზერბაიჯანელმა პოლიტპატიმრებმა ფონ დერ ლაიენს ბაქოში ვიზიტის დროს ადამიანის უფლებების საკითხების წამოჭრისკენ მოუწოდეს
რუსეთის ელიტა ომის ესკალაციისთვის ემზადება უკრაინის მიერ რუსეთის სიღრმეში თავდასხმების შემდეგ - The Washington Post
ცოტნე ივანიშვილი პარლამენტში ცემა-ტყეპაზე - ხელი როგორ მოხვდა, რა ფორმით მოხდა, რა სიძლიერით მოხვდა, ამის ზომვა როგორ უნდა დავიწყოთ?
ოლიგარქის ვაჟს ცოტნე ივანიშვილს ოცნების ახალგაზრდული ორგანიზაცია აბარია და ამბობს რომ პოლიტიკაში ჩართვის ინტერესი არ აქვს
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics