2022-10-11 10:14:29, 1035 ნახვა
მსოფლიო
ვენესუელაში მეწყერს 36 ადამიანის სიცოცხლე ემსხვერპლა, 56 კი დაკარგულად ითვლება
ვენესუელას ქალაქ ლას ტეხერიასში მეწყერს 36 ადამიანის სიცოცხლე ემსხვერპლა, 56 კი უგზო-უკვლოდ დაკარგულად ითვლება. აღნიშნულ ინფორმაციას BBC ავრცელებს.
ადგილობრივი მედიის ცნობით, დაღუპულთა შორის ორი მცირეწლოვანია.
მიმდინარეობს სამძებრო-სამაშველო ღონისძიებები, რომელშიც 1 000-მდე მაშველი მონაწილეობს.
პრეზიდენტმა, ნიკოლას მადურომ ტრაგიკული შემთხვევის გამო სამდღიანი გლოვა გამოაცხადა.
„ჩვენ ვცდილობთ გადავარჩინოთ ის, ვისი გადარჩენაც შეგვიძლია და ვუსამძიმრებთ ყველას, ვინც საყვარელი ადამიანი დაკარგა“, - თქვა ვიცე-პრეზიდენტმა, დელსი როდრიგესმა.
კოკისპირული წვიმის გამო, მდინარე ელ პატო დედაქალაქ კარაკასიდან, სამხრეთ-დასავლეთით 50 კილომეტრში ნაპირებიდან გადმოვიდა, რის შედეგადაც, ნიაღვარმა ხეები, მანქანები და საცხოვრებელი სახლები წაიღო.
ავტორი: ექსპრესნიუსი,