|
2022-10-07 12:08:37, 1270 ნახვა
საზოგადოება
„კონფლიქტი დაიწყო დამტენზე, დახვდა 25 ბიჭი და სცემეს“ - ბათუმში მოსწავლეები ერთმანეთს დაუპირისპირდნენ
ბათუმის ერთ-ერთ საჯარო სკოლაში ერთმანეთს მე-12 კლასის მოსწავლეები დაუპირისპირდნენ - დაშავდა ერთი მოზარდი. დაშავებული მოზარდის მშობლის ინფორმაციით, მისმა შვილმა ტვინის შერყევა, ყბის მოტეხილობა და სახეზე მრავლობითი დაზიანება მიიღო. „ჩხუბი დაიწყო კლასში, გაკვეთილზე. შემდეგ გაგრძელდა საცხობთან, სკვერში. გადაიყვანეს ბავშვი, გაიყვანეს გარეთ, დახვდა 25 ბიჭი და გალახეს. 10 წამით ბავშვი გათიშული იყო, გონება ჰქონდა დაკარგული, ყურადღება არავის არ მიუქცევია. გათიშული იყო - ტვინის შერყევით, ყბა მოტეხილი, ცხვირი ჩამტვრეული აქვს. კონფლიქტი დაიწყო ჩემი შვილის დამტენზე - დამტენი მომიტანეო, უნდოდა, ქურდული ბიჭივით ეთქვა მე თქვენ მომიტანეთ დამტენიო. რატომ უნდა მოგიტანო, მოდი და აიღეო. ჩემი შვილი ჩამოვიდა დაბლა და რომ ავიდა, მის დამტენზე იყო იმ ბავშვის ტელეფონი შეერთებული. რატომ გათიშე და ვის ჰკითხე, დაუკითხავად დამტენი, რომ აიღეო, დედაზე მიაყენა შეურაცხყოფა, დედა შეაგინა",- განაცხადა დაზარალებულის დედამ. მისივე ინფორმაციით, დაპირისპირებას ინგლისურის მასწავლებელი შეესწრო, რომელმაც მის შვილს ტელეფონი გამოართვა მშობლამდე "ინფორმაცია რომ არ მოსულიყო". თუმცა მასწავლებლის თქმით, მოსწავლეებისთვის ტელეფონები არ ჩამოურთმევია, ჩხუბი "წამიერად" მოხდა, მოზარდებს შენიშვნა მისცა და დამრიგებელი გააფრთხილა, რომ მოსწავლემ "უწმაწური სიტყვა" გამოიყენა. მომხდარზე შინაგან საქმეთა სამინისტროში გამოიკითხნენ დაპირისპირებაში მონაწილე მოსწავლეები და მათი მშობლები. უწყებამ გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 126-ე მუხლით დაიწყო, რაც ძალადობას გულისხმობს.
მთავრობა ქვეყნის მასშტაბით რეგიონული ნაგავსაყრელების მშენებლობას გეგმავს
უკრაინული დრონების შემდეგ, ომსკის ოლქში ბენზინგასამართ სადგურებთან კილომეტრობით რიგები წარმოიქმნა
დიპლომატიის აკადემიის რექტორის თანამდებობაზე თამარ ბერუჩაშვილი დაინიშნა
გიორგი ბახუაშვილი ქართული ოცნების სუს-ის უფროსის მოადგილედ დაინიშნა
|
რედაქტორის რჩევით
საქართველოს მოსახლეობის რიცხვი იზრდება, მაგრამ არა ეთნიკური ქართველების ხარჯზე - რატომ გარბიან ქართველები ქვეყნიდან?
ევროკავშირის ახალი ინიციატივები აზერბაიჯანისთვის და სომხეთისთვის, საქართველო ბორტს მიღმაა
ომი უკრაინაში
ISW: რუსეთის არმიის რეალური წარმატებები უკრაინაში პუტინის მიერ განცხადებულზე ხუთჯერ ნაკლები აღმოჩნდა
კიევში 7 ივლისი გლოვის დღედ გამოცხადდა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)