13:31 - 07 Jul, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2022-10-06 12:57:31, 979 ნახვა

საზოგადოება
ჯანაშია - სააკაშვილი სიკვდილის პირასაა - წამლებს ვერ იღებს

ადამიანი არის სიკვდილის პირას, - ამის შესახებ „ნაციონალური მოძრაობის“ დეპუტატმა, სახელმწიფო დაცვის სპეციალური სამსახურის ყოფილმა უფროსმა, თემურ ჯანაშიამ საქართველოს მესამე პრეზიდენტის კლინიკაში მონახულების შემდეგ, ჟურნალისტებთან განაცხადა.

ჯანაშიას თქმით, „ვივა მედში“ მყოფი მიხეილ სააკაშვილი საკვებსა და მედიკამენტებს ვერ იღებს.

"ადამიანი აღარ არის ფაქტიურად. წევს, აქვს 38-მდე სიცხე, 170 წნევა, საკვებს არ იღებს - ვერ იღებს, წამლებს ვერ იღებს. ადამიანს არ შეუძლია კომუნიკაცია, საუბრის დროს იღლება უკიდურესად. ადამიანი არის სიკვდილის პირას", - განაცხდა ჯანაშიამ.

შეგახსენებთ, რომ მესამე პრეზიდენტი გუშინ უცხოელმა ექსპერტებმა მოინახულეს. რაც შეეხება ნობელის პრემიის ლაურეატ, სასამართლო-სამედიცინო ექსპერტ ჯეიმს კობის, მას სააკაშვილის მონახულების შესაძლებლობა ამ დრომდე არ ეძლევა.





ავტორი: ექსპრესნიუსი,


სოციალური ქსელები
მონაკოში, საცხოვრებელ კორპუსში აფეთქების საქმეზე ეჭვმიტანილი ქალის ცხედარი კიევის მახლობლად იპოვეს
ფატიმა კარიმოვას მკვლელობის ფაქტზე აზერბაიჯანის მოქალაქეს ბრალი წარედგინა
დონალდ ტრამპი ევროპაში ამერიკული ჯარების მესამედით შემცირებას გეგმავს
დროებით ოკუპირებულ აფხაზეთში დრონების საფრთხე გამოცხადდა
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics