10:31 - 12 Jun, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2022-10-05 14:05:44, 1581 ნახვა

ეკონომიკა
დავითაშვილი - შევძელით პანდემიის დასრულებიდან პირველივე წელს საკმაოდ პოზიტიური დინამიკის შექმნა ტურიზმისა და საავიაციო სექტორის მიმართულებით

„ჩვენ შევძელით პოსტპანდემიურ პერიოდში, 2022 წელს, ფაქტობრივად, პანდემიის დასრულებიდან პირველივე წელს საკმაოდ პოზიტიური დინამიკის შექმნა და ტურიზმის აღდგენა, ამავე დროს, მგზავრთა გადაყვანის ანუ საავიაციო სექტორის იმ ნაწილის, რომელიც ყველაზე მეტად დაზიანდა", - განაცხადა ვიცე-პრემიერმა, ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრმა საქართველოს ტურიზმისა და ავიაციის ინდუსტრიის მიმდინარე წლის ანგარიშის პრეზენტაციაზე სიტყვით გამოსვლისას.

როგორც ლევან დავითაშვილმა აღნიშნა, პანდემიის გამო ყველაზე დაზარალებული სექტორი ტურიზმი და მასთან დაკავშირებული დარგები აღმოჩნდა, ასევე მეორე სექტორი, რომელიც პანდემიის გამო ძალიან დაზიანდა, იყო საავიაციო მიმოსვლა და საავიაციო სექტორი, მისი კომერციული ნაწილი - სამგზავრო გადაზიდვები. ეკონომიკის მინისტრის განცხადებით, პრეზენტაციის მიზანი საზოგადოებისთვის ამ სექტორების აღდგენის პერსპექტივები და ამ მიმართულებით სახელმწიფოს ხედვაა.  

„გვესმის, რომ კარგო-გადაზიდვები საკმაოდ კარგად განვითარდა, მაგრამ სამგზავრო გადაზიდვები იყო მართლაც ერთ-ერთი ყველაზე დაზარალებული სექტორი. ჩვენ გაჩვენებთ, თუ როგორ არის სახელმწიფოს პოლიტიკა პირდაპირ დაკავშირებული იმ შედეგებთან, რომელიც გვაქვს და რამდენად მნიშვნელოვანია ზოგადად, ჩვენი ეკონომიკისთვის და რა პერსპექტივები არსებობს ტურიზმის სექტორში, როგორია გეგმები და ჩვენი ხედვა დარგის განვითარების მიმართულებით. და რაც ძალიან მნიშვნელოვანია - ამ დარგის განვითარება უნდა მოხდეს კერძო სექტორის მხრიდან ძალიან დიდი ჩართულობით, რადგან ეს არის ერთ-ერთი ყველაზე ინკლუზიური დარგი, სადაც სახელმწიფოსთან ერთად ძალიან ბევრი მონაწილე მხარეა", - აღნიშნა ვეცე-პრემიერმა პრეზენტაციაზე სიტყვით გამოსვლისას.

ამასთან, ლევან დავითაშვილმა ხაზი გაუსვა, რომ ტურიზმი სწორედ ის სექტორია, რომელიც ქვეყნის ყველა რეგიონშია წარმოდგენილი და ფაქტობრივად, მოსახლეობის ყველა ფენას ეხება და რომელსაც ძალიან დიდი პოტენციალი აქვს საქართველოს ეკონომიკისთვის. ეკონომიკის მინისტრმა ასევე აღნიშნა, რომ საქართველოს მომავალ წელს ძალიან მნიშვნელოვანი, დიდი ღონისძიება ელოდება საერთაშორისო ტურისტული გამოფენა ITB Berlin  2023-ის სახით, სადაც ის მასპინძელი ქვეყნის სტატუსით წარდგება. „ამაზე კომუნიკაციის და თანამშრომლობის ცალკე ფორმატი გვექნება, მაგრამ წელს ძალიან მნიშვნელოვანია, რომ გარკვეული შეფასებების საშუალება გვეძლევა", - განაცხადა ვიცე-პრემიერმა.





ავტორი: NS (სტატია დაფინანსებულია),


სოციალური ქსელები
Reuters: შეერთებული შტატები მსოფლიოში ნავთობის უმსხვილესი ექსპორტიორი გახდა
WSJ: ტრამპს სურს, რომ კონგრესმა „გააუქმოს“ მისი პირველი ვადის იმპიჩმენტი
სეულის სასამართლომ სამხრეთ კორეის ყოფილ პრეზიდენტს 30 წლით თავისუფლების აღკვეთა მიუსაჯა
რუსეთმა „ხოჭოების“ გამო სომხეთიდან ყველა სახის ბოსტნეულის, ხილისა და თხილის იმპორტი აკრძალა
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics