13:31 - 07 Jul, 2026
|
2022-10-05 12:11:42, 891 ნახვა
საზოგადოება
თბილისის მერმა პედაგოგებს მასწავლებელთა საერთაშორისო დღე მიულოცა
დედაქალაქის მერმა, კახა კალაძემ პედაგოგებს მასწავლებელთა საერთაშორისო დღე მიულოცა და თავიანთ საქმიანობაში წარმატებები უსურვა. როგორც მან თბილისის მუნიციპალიტეტის მთავრობის სხდომაზე აღნიშნა, სწორედ პედაგოგებზეა დამოკიდებული მომავალი თაობის ცოდნა და განათლება. „მინდა მასწავლებელთა საერთაშორისო დღე მივულოცო ჩვენს პედაგოგებს, ადამიანებს, რომელთა მხრებზეც დგას ჩვენი მომავალი თაობის ცოდნა და განათლება. ზუსტად თქვენზეა დამოკიდებული ჩვენი ხვალინდელი დღე. მინდა გისურვოთ, რომ გაგმართლებოდეთ იმედები და ის შრომა, რომელსაც თითოეული ბავშვის აღზრდაში დებთ. მინდა, წარმატებები გისურვოთ ყველას“, - მიმართა კახა კალაძემ პედაგოგებს.
|
რედაქტორის რჩევით
საქართველოს მოსახლეობის რიცხვი იზრდება, მაგრამ არა ეთნიკური ქართველების ხარჯზე - რატომ გარბიან ქართველები ქვეყნიდან?
ევროკავშირის ახალი ინიციატივები აზერბაიჯანისთვის და სომხეთისთვის, საქართველო ბორტს მიღმაა
ომი უკრაინაში
ISW: რუსეთის არმიის რეალური წარმატებები უკრაინაში პუტინის მიერ განცხადებულზე ხუთჯერ ნაკლები აღმოჩნდა
კიევში 7 ივლისი გლოვის დღედ გამოცხადდა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|


ავტორი: NS (სტატია დაფინანსებულია),



epn.ge (@expressnews.ge)