10:10 - 30 Jun, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2022-09-29 10:54:58, 681 ნახვა

მსოფლიო
შვედეთის სანაპირო დაცვამ Nord Stream გაზსადენზე მეოთხე გაჟონვა აღმოაჩინა

შვედეთის სანაპირო დაცვამ Nord Stream გაზსადენზე მეოთხე გაჟონვა აღმოაჩინა. ამის შესახებ Sky News წერს .

ორი გაჟონვა დაფიქსირდა შვედეთის ეკონომიკურ ზონაში, დანარჩენი ორი - დანიის ეკონომიკურ ზონაში.

„ბალტიის ზღვაში გაზსადენების წინააღმდეგ საბოტაჟის სავარაუდო აქტები, სავარაუდოდ, მიზანმიმართული თავდასხმები იყო დისტანციურად აფეთქებული წყალქვეშა ასაფეთქებელი მოწყობილობების გამოყენებით“,- განუცხადეს ბრიტანულმა თავდაცვის წყაროებმა Sky News-ს.

შვედეთისა და დანიის მთავრობების თანახმად, გაჟონვა დაკავშირებული იყო მილებში აღმოჩენილ ნახვრეტებთან, რაც შეიძლება ყოფილიყო მიზანმიმართული აფეთქების შედეგი . 

შვედეთის უსაფრთხოების სამსახურმა მოგვიანებით აღნიშნა, რომ ამის უკან "უცხო სახელმწიფო" დგას. 

 





ავტორი: ექსპრესნიუსი,


სოციალური ქსელები
აშშ-ის საჰაერო ძალებმა წყნარ ოკეანეში B-2-დან გაშვებული LRASM რაკეტა გამოსცადეს
მოსკოვს კვლავ დრონებმა დაარტყეს, დაიბომბა ნოვოროსიისკის პორტიც
ვიტკოფი ირანთან მოლაპარაკებებისთვის კატარში გაფრინდა
შეერთებული შტატები 40 წლის შემდეგ პირველად შექმნის ახალ ბირთვულ ქობინს
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics