|
2022-09-23 17:43:45, 1352 ნახვა
საზოგადოება
პროკურატურის საჯარო ურთიერთობების მდივანი ინფორმაციის თავისუფლების განვითარების ინსტიტუტის წარმომადგენლებს შეხვდა
საქართველოს პროკურატურის საჯარო ურთიერთობების მდივანმა, ამირან გულუაშვილმა ინფორმაციის თავისუფლების განვითარების ინსტიტუტის (IDFI) წარმომადგენლებთან შეხვედრა გამართა. გენერალურ პროკურატურაში გამართულ შეხვედრაზე, მხარეებმა ისაუბრეს საქართველოს პროკურატურასა და ინფორმაციის თავისუფლების განვითარების ინსტიტუტს შორის ურთიერთთანამშრომლობაზე. ასევე, მხარეებმა განიხილეს საქართველოს პროკურატურასა და ინფორმაციის თავისუფლების განვითარების ინსტიტუტს შორის თანამშრომლობის გაძლიერების პერსპექტივები. ასევე, ხაზი გაესვა საქართველოს პროკურატურის საჯარო ურთიერთობების მდივნის წარმომადგენლობით უფლებამოსილებებს და ამ ფორმატში, არასამთავრობო ორგანიზაციებთან თანამშრომლობის გაღრმავების შესაძლებლობებს. შეხვადრაზე, ამირან გულუაშვილმა ინფორმაციის თავისუფლების განვითარების ინსტიტუტის (IDFI) წარმომადგენლებს დეტალურად გააცნო პროკურატურის საჯარო ურთიერთობების მდივნის უფლებამოსილება, ფუნქციები და საქმიანობის ძირითადი მიმართულებები. არასამთავრობო ორგანიზაციოებთან აქტიური კომუნიკაცია და მჭიდრო თანამშრომლობა, საქართველოს პროკურატურის საქმიანობის ერთ-ერთ მნიშვნელოვან მიმართულებას წარმოადგენს. შეხვედრის დასასრულს, მხარეებმა, მომავალში თანამშრომლობის მზაობა გამოხატეს.
|
რედაქტორის რჩევით
საქართველოს მოსახლეობის რიცხვი იზრდება, მაგრამ არა ეთნიკური ქართველების ხარჯზე - რატომ გარბიან ქართველები ქვეყნიდან?
ევროკავშირის ახალი ინიციატივები აზერბაიჯანისთვის და სომხეთისთვის, საქართველო ბორტს მიღმაა
ომი უკრაინაში
ISW: რუსეთის არმიის რეალური წარმატებები უკრაინაში პუტინის მიერ განცხადებულზე ხუთჯერ ნაკლები აღმოჩნდა
კიევში 7 ივლისი გლოვის დღედ გამოცხადდა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|


ავტორი: NS (სტატია დაფინანსებულია),



epn.ge (@expressnews.ge)