22:32 - 12 May, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2022-09-23 14:12:21, 1482 ნახვა

რეგიონი
ანესთეზიოლოგიისა და ინტენსიური თერაპიის მეხუთე საერთაშორისო კონფერენცია - „Geoanesthesia-2022”

ანესთეზიოლოგიისა და ინტენსიური თერაპიის მეხუთე საერთაშორისო კონფერენცია -  „Geoanesthesia-2022”. 

ბათუმში, სასტუმრო ,,რედისონში“ ანესთეზიოლოგიისა და ინტენსიური თერაპიის მეხუთე საერთაშორისო კონფერენცია -  „Geoanesthesia-2022” გაიხსნა. კონფერენცია აერთიანებს ანესთეზიოლოგ-რეანიმატოლოგებს, ტოქსიკოლოგებსა და გადაუდებელი მედიცინის სპეციალისტებს.

გახსნის ცერემონიალს აჭარის ჯანდაცვის მინისტრის მოადგილეები, აჭარის უმაღლესი საბჭოს დეპუტატები, მედიცინის, განათლების და მეცნიერების წარმომადგენლები ესწრებოდნენ.   

კონფერენციის მონაწილეებს სიტყვით მიმართა მინისტრის პირველმა მოადილემ, მარი ზანაქიძემ. 
„ბათუმი ორი დღის განმავლობაში ანესთეზიოლოგია-ინტენსიური თერაპიის მიმართულებით დასაქმებული სამედიცინო პერსონალისთვის მნიშვნელოვან შეხვედრას მასპინძლობს. ისინი კოვიდ პანდემიის შემდეგ ერთ სივრცეში პირველად შეიკრიბნენ. სასესიო დღეების განმავლობაში განხილული იქნება ბოლო წლების მნიშვნელოვანი სამედიცინო შემთხვევები. მინდა წარმატება ვუსურვო კონფერენციის თითოეულ მონაწილეს“ - აღნიშნა, მინისტრის პირველმა მოადგილემ.

გარდა ქართველი მომხსენებლებისა, კონფერენციაში მონაწილეობას ღებულობენ სპიკერები გერმანიიდან, ისრაელიდან, უკრაინიდან, უნგრეთიდან, ავსტრიიდან, სომხეთიდან, საფრანგეთიდან, და ა.შ. ტარდება ვორკშოპები რეგიონალურ ანესთეზიასა და მძიმე სასუნთქი გზების მენეჯმენტში (რეგიონული ასოციაციის (გერმანია, ბერლინი) სერტიფიკატის გაცემის უფლებით). ასევე, ცალკე სექციაა გამოყოფილი ექთნებისათვის.

კონფერენციას აქვს პერმანენტული სახე და ტარდება საქართველოს ანესთეზიოლოგთა და რეანიმატოლოგთა კავშირის, აჭარის მთავრობის, თბილისის სახელმწიფო სამედიცინო უნივერსიტეტის, ბათუმის შოთა რუსთაველის სახელმწიფო უნივერსიტეტის, საქართველოს გადაუდებელი მედიცინისა და კლინიკურ ტოქსიკოლოგთა ასოციაციების მხარდაჭერით. 

კონფერენცია ორ დღინაია და ოფიციალურად ხვალ დასრულდება.









ავტორი: NS (სტატია დაფინანსებულია),


სოციალური ქსელები
ზატულინი -ევროკავშირი საქართველოს რუსეთის წინააღმდეგ „მეორე ფრონტის“ გახსნისკენ უბიძგებს
საქართველოში რუსეთის ინტერესების სექცია - ახალი პატრიარქის არჩევის შესახებ ამბავი რუსეთში დიდი ენთუზიაზმით მიიღეს
ავსტრიამ ორჯერ ჩაჭრა აშშ-ის საჰაერო ძალების თვითმფრინავები ფრენის ნებართვის გარეშე
ტელეკომპანია „დოჟდის“ მთავარ რედაქტორს ტიხონ ძიადკოს „ყალბი ამბების“ საქმეში რვა წლით თავისუფლების აღკვეთა მიესაჯა
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics