2022-09-21 20:47:08, 1188 ნახვა
ომი უკრაინაში
რუსეთში, მობილიზაციის საწინააღმდეგო აქციებზე 70-ზე მეტი ადამიანი დააკავეს
რუსეთში, მობილიზაციის საწინააღმდეგო აქციებზე 70-ზე მეტი ადამიანი დააკავეს. - ამის შესახებ ინფორმაციას მედია ავრცელებს.
მათივე თქმით, აქცია ამ დროისთვის იწყება ჩელიაბინსკში, სადაც ჯერჯერობით არავინ დაუკავებიათ.
"17:03 საათის მონაცემებით, ყველაზე მეტი დაკავებული იყო ტომსკში (35), კრასნოიარსკში (13) და ირკუტსკში (7)". - ნათქვამია განცხადებაში.
შეგახსენებთ, რომ ცოტახნის წინ რუსეთის პრეზიდენტმა, ვლადიმერ პუტინმა ქვეყანაში ნაწილობრივი მობილიზაცია გამოაცხადა.
მისივე თქმით, რუსეთის ფედერაციაში ნაწილობრივი მობილიზაციის ფარგლებში გაწვევას მხოლოდ რეზერვი და სამხედრო გამოცდილების მქონე მოქალაქეები დაექვემდებარებიან. ნაწილებში გაგზავნამდე, სამხედრო სამსახურში გამოძახებულები, სპეციალური სამხედრო ოპერაციის გამოცდილების გათვალისწინებით, გაივლიან დამატებით სამხედრო მომზადებას.
ავტორი: ექსპრესნიუსი,