20:35 - 07 Jul, 2026
|
2022-09-16 16:29:05, 768 ნახვა
საზოგადოება
კასპის მუნიციპალიტეტში დასუფთავების აქცია გაიმართა
მუნიციპალიტეტი აქტიურად ჩაერთო პროექტის „დავიცვათ საქართველოს სისუფთავე“ კამპანიაში „დავასუფთაოთ მსოფლიო“, რომელიც 16, 17 და 18 სექტემბერს საქართველოს მასშტაბით მიმდინარეობს. მუნიციპალიტეტის მერიის წარმომადგენლებმა და საკრებულოს დეპუტატებმა ქალაქიდან გასასვლელი საავტომობილო გზის მონაკვეთი დაასუფთავეს. დასუფთავებისას დაგროვილი ნარჩენის გატანა კი აიპი „კასპის კეთილმოწყობა“-მ უზრუნველყო. კასპის მუნიციპალიტეტის მერია კიდევ ერთხელ მოგმართავთ მოსახლეობას - ნუ დავყრით ნარჩენებს ნაგვის ურნის მიღმა, გავუფრთხილდეთ ჩვენს საცხოვრებელ გარემოს, უნიკალურ ბუნებას და იმ ადამიანების შრომას, ვინც თქვენთვის სუფთა ქუჩებით გადაადგილებას უზრუნველყოფს.
ზელენსკიმ განაცხადა, რომ რუსეთის წინააღმდეგ შორი დისტანციის დარტყმები მშვიდობას აახლოებს
რუსეთის უდიდესმა ნავთობგადამამუშავებელმა ქარხანამ დრონებით თავდასხმის შემდეგ მუშაობა შეაჩერა
უკრაინის საგარეო საქმეთა მინისტრმა ანკარაში განაცხადა, რომ კიევი მზადაა რუსეთთან „უპირობო ცეცხლის შეწყვეტისთვის“
რუტე: მომავალი წლისთვის ალიანსს ექნება შესაძლებლობა, ყოველწლიურად 4 მლნ-მდე ჭურვი აწარმოოს
|
რედაქტორის რჩევით
საქართველოს მოსახლეობის რიცხვი იზრდება, მაგრამ არა ეთნიკური ქართველების ხარჯზე - რატომ გარბიან ქართველები ქვეყნიდან?
ევროკავშირის ახალი ინიციატივები აზერბაიჯანისთვის და სომხეთისთვის, საქართველო ბორტს მიღმაა
ომი უკრაინაში
უკრაინის საგარეო საქმეთა მინისტრმა ანკარაში განაცხადა, რომ კიევი მზადაა რუსეთთან „უპირობო ცეცხლის შეწყვეტისთვის“
ISW: რუსეთის არმიის რეალური წარმატებები უკრაინაში პუტინის მიერ განცხადებულზე ხუთჯერ ნაკლები აღმოჩნდა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|


ავტორი: NS (სტატია დაფინანსებულია),



epn.ge (@expressnews.ge)