22:32 - 12 May, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2022-09-08 14:50:54, 1595 ნახვა

რეგიონი
შუახევის მერიაში, სახელმწიფო გრანტის მქონე სტუდენტების დაჯილდოების ცერემონია გაიმართა

შუახევის მერი, ომარ ტაკიძე წარჩინებულ ახალგაზრდებს შეხვდა, რომლებმაც წარმატებით ჩააბარეს ერთიანი ეროვნული გამოცდები და სხვადასხვა უმაღლესი სასწავლებლების სტუდენტები გახდნენ.

შეხვედრას შუახევის საკრებულოს თავმჯდომარე, როსტომ ლორთქიფანიძე, მერის მოადგილე, გურამ ზოიძე, საკრებულოს განათლების, კულტურის, სპორტის, ახალგაზრდულ საქმეთა და ტურიზმის საკითხთა კომისიის თავმჯდომარე, ფატი ჭაღალიძე, რესურსცენტრისა და მერიის ახალგაზრდობის საქმეთა განყოფილების წარმომადგენლები ესწრებოდნენ.

ომარ ტაკიძემ, ახალგაზრდებს  მიღწეული წარმატება მიულოცა და ნაყოფიერი სტუდენტობა და პროფესიული განვითარება უსურვა.

მუნიციპალიტეტში, სახელმწიფო გრანტი რვა ახალგაზრდამ მიიღო. მათგან, უმაღლესი შეფასება 70%-იანი გრანტი, საქართველოს საპატრიარქოს ხიჭაურის წმიდა გრიგოლ ხანძთელის სახელობის სკოლის მოსწავლე, ნონა ბოლქვაძემ მიიღო. 50%-იანი სახელმწიფო გრანტის მფლობელები გახდნენ ნიგაზეულის საჯარო სკოლის მოსწავლე ანა კეკელიძე, შუბნის საჯარო სკოლის მოსწავლე მიშა შაინიძე, ჭვანის საჯარო სკოლის მოსწავლე ირაკლი ამაღლობელი, ხიჭაურის საჯარო სკოლის მოსწავლე ანა ბერიძე, ხაბელაშვილების საჯარო სკოლის მოსწავლე საბა ბოლქვაძე, საქართველოს საპატრიარქოს ხიჭაურის წმიდა გრიგოლ ხანძთელის სახელობის სკოლის მოსწავლეები ლუკა ზოიძე და  ნატა ცინცაძე.

ღონისძიება, მიზნად ისახავს ახალგაზრდებში სწავლის მოტივაციის ამაღლებას, მათ წახალისებასა და განათლების ხელშეწყობას. წარმატებულ სტუდენტებს ერთჯერადად ფულადი ჯილო, სიგელები და სამახსოვრო საჩუქრები გადაეცათ.


 





ავტორი: NS (სტატია დაფინანსებულია),


სოციალური ქსელები
ზატულინი -ევროკავშირი საქართველოს რუსეთის წინააღმდეგ „მეორე ფრონტის“ გახსნისკენ უბიძგებს
საქართველოში რუსეთის ინტერესების სექცია - ახალი პატრიარქის არჩევის შესახებ ამბავი რუსეთში დიდი ენთუზიაზმით მიიღეს
ავსტრიამ ორჯერ ჩაჭრა აშშ-ის საჰაერო ძალების თვითმფრინავები ფრენის ნებართვის გარეშე
ტელეკომპანია „დოჟდის“ მთავარ რედაქტორს ტიხონ ძიადკოს „ყალბი ამბების“ საქმეში რვა წლით თავისუფლების აღკვეთა მიესაჯა
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics