18:45 - 30 Jun, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2022-09-07 16:58:34, 1288 ნახვა

მსოფლიო
„უნდა შევამციროთ რუსეთის შემოსავლები“ - ევროკავშირი ქვეყნებს რუსულ გაზზე ფასის ზედა ზღვრის დაწესებას შესთავაზებს

ევროკავშირი წევრ ქვეყნებს შესთავაზებს, რომ რუსულ გაზზე ფასის ზედა ზღვრი დაწესდეს. ამის შესახებ ევროკომისიის პრეზიდენტმა, ურსულა ფონ დერ ლეიენმა გამართულ პრესკონფერენციაზე განაცხადა.

ბლოკის ხელმძღვანელი თქმით, ზედა ზღვარი ასევე შეეხება ევროკავშირის ელექტროენერგიის მოხმარების სავალდებულო შეზღუდვას და ენერგიის გენერატორების შემოსავალს.

„ჩვენ შემოგთავაზებთ რუსულ გაზზე ფასის შეზღუდვას... ჩვენ უნდა შევამციროთ რუსეთის შემოსავლები, რომელსაც პუტინი იყენებს უკრაინაში ამ საშინელი ომის დასაფინანსებლად“, - განუცხადა ურსულა ფონ დერ ლაიენმა.

ცნობისთვის, რუსეთის პრეზიდენტმა ვლადიმერ პუტინმა ოთხშაბათს განაცხადა, რომ რუსეთი შეწყვეტს გაზისა და ნავთობის მიწოდებას, თუ ფასების ლიმიტი დაწესდება.

ევროკავშირის ზოგიერთი ქვეყანა - რომელსაც დასჭირდება ევროკავშირის წინადადებების დამტკიცება - უფრთხილდებიან რუსული გაზის ფასების შეზღუდვას იმ შემთხვევაში, თუ ეს მათ მცირდება მიწოდების ხარჯზე, რომელსაც ისინი ჯერ კიდევ მოსკოვიდან იღებენ.





ავტორი: ექსპრესნიუსი,


სოციალური ქსელები
ადმინისტრაცია ადასტურებს, რომ მიხეილ ყაველაშვილი ირანში აიათოლა ალი ხამენეის დაკრძალვის ცერემონიალს დაესწრება
გახარიას პარტიამ პარლამენტში ჩხუბზე გამოძიების მოთხოვნით პროკურატურას მიმართა
„თეგეტამ“ საგზაო-სამშენებლო სექტორის წარმომადგენლებს ბიზნესის მხარდაჭერის კონცეფცია გააცნო
დიდი ბრიტანეთი თავდაცვის ბიუჯეტს დამატებით 15 მილიარდი გირვანქით ზრდის
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics