17:43 - 30 Jun, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2022-09-06 10:06:54, 705 ნახვა

მსოფლიო
ლატვიის პრეზიდენტმა წარადგინა კანონპროექტი, რომელიც ქვეყნის ეკლესიას რუსეთის საპატრიარქოსგან გამოყოფს

ლატვიის პრეზიდენტმა, ეგილს ლევიტსმა, ლატვიის მართლმადიდებლური ეკლესიის კანონში ცვლილებები წარადგინა, რათა სეიმმა სრულად აღიაროს მართლმადიდებელი ეკლესიის ავტონომიური და დამოუკიდებელი (ავტოკეფალური) სტატუსი.

სეიმისთვის წარდგენილ განცხადებაში ნათქვამია, რომ არსებობს  რუსეთის მართლმადიდებლური ეკლესიის მიერ  ლატვიის მართლმადიდებელი ეკლესიის სრული დამოუკიდებლობის გაუქმების რისკი.

"კანონი ზუსტად ასახავს და გააძლიერებს იმ ვითარებას, რომ ლატვიის მართლმადიდებლური ეკლესია დამოუკიდებელია ლატვიის ფარგლებს გარეთ ეკლესიის ნებისმიერი სხვა ძალაუფლებისა და გავლენისგან, მოსკოვის პატრიარქთან ნებისმიერი კავშირის გაუქმება არსებითი საკითხია ჩვენი მართლმადიდებლური, მთელი ლატვიის საზოგადოებისა და ეროვნული უსაფრთხოებისთვის,"- განაცხადა  ლევიტსმა.

 

 





ავტორი: ექსპრესნიუსი,


სოციალური ქსელები
ადმინისტრაცია ადასტურებს, რომ მიხეილ ყაველაშვილი ირანში აიათოლა ალი ხამენეის დაკრძალვის ცერემონიალს დაესწრება
გახარიას პარტიამ პარლამენტში ჩხუბზე გამოძიების მოთხოვნით პროკურატურას მიმართა
„თეგეტამ“ საგზაო-სამშენებლო სექტორის წარმომადგენლებს ბიზნესის მხარდაჭერის კონცეფცია გააცნო
დიდი ბრიტანეთი თავდაცვის ბიუჯეტს დამატებით 15 მილიარდი გირვანქით ზრდის
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics