|
2022-09-01 15:48:03, 955 ნახვა
საზოგადოება
კრწანისის ქუჩისა და კრწანისის მეორე შესახვევის სრული რეაბილიტაცია დაიწყო
კრწანისის რაიონში, კრწანისის ქუჩისა და კრწანისის მეორე შესახვევის სრული რეაბილიტაცია დაიწყო. სამუშაოებს დედაქალაქის მერი, კახა კალაძე, მოადგილე, ირაკლი ბენდელიანთან ერთად, ადგილზე გაეცნო. „კრწანისის რაიონში კიდევ ერთი ინფრასტრუქტურული პროექტის განხორციელება დავიწყეთ. სამუშაოების პირველ ეტაპზე, მიწისქვეშა კომუნიკაციები შეიცვლება. სამწუხაროდ, წყალი ხშირად ითიშებოდა, სანიაღვრე სისტემა საერთოდ მოშლილი, უფუნქციო იყო. სამუშაოები გაზაფხულზე დასრულდება. მოწესრიგდება მიწისქვეშა კომუნიკაციები, შეიცვლება განათების ბოძები თავისი ლედ სანათებით, ქუჩა შშმ პირთათვის მთლიანად ადაპტირდება“, - განაცხადა კახა კალაძემ. სარეაბილიტაციო პროექტის ფარგლებში, კრწანისის ქუჩაზე წყალარინებისა და წყალმომარაგების ქსელების განახლებას კომპანია GWP განახორციელებს, ხოლო გაზმომარაგების მაგისტრალური ქსელის რეაბილიტაციას -„თბილისი ენერჯი“. მერიის ინფრასტრუქტურის განვითარების საქალაქო სამსახურის მიერ მოეწყობა სანიაღვრე ქსელი. საჰაერო სადენები მიწისქვეშა კაბელ-არხებში განთავსდება, ასევე, მოეწყობა გარე განათების ქსელი, ხოლო 2 500 გრძივ მეტრზე, სულ 22 700 კვ.მ ფართობზე საგზაო სამუშაოები განხორციელდება. ქუჩაზე არსებული ინფრასტრუქტურა ადაპტირდება შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირებისთვის. სარეაბილიტაციო სამუშაოებს, ინფრასტრუქტურის განვითარების საქალაქო სამსახურის კონტრაქტორი კომპანია განახორციელებს, რომლის სახელშეკრულებო ღირებულება 4 000 000 ლარამდე შეადგენს. დაგეგმილი სამუშაოებიდან გამომდინარე, მიმდინარე წლის 1-ლი სექტემბრიდან კრწანისისა და გორგასლის ქუჩების კვეთიდან საავტომობილო მოძრაობა ნაწილობრივ შეიზღუდა. კახა კალაძესთან ერთად ადგილზე თბილისის მერიის ინფრასტრუქტურის განვითარების საქალაქო სამსახურის უფროსი, ლევან ნაროუშვილი, კრწანისის რაიონის გამგებელი, ბექა მიქაუტაძე, საკრებულოს კრწანისის რაიონის მაჟორიტარი დეპუტატი ლევან ჯაფარიძე და პარლამენტის წევრი ბექა ოდიშარია იმყოფებოდნენ.
ტრამპმა პუტინთან და შემდეგ ზელენსკისთან „გუშინ“ ახალი საუბრის შესახებ განაცხადა
მსახიობი სერგეი ბეზრუკოვი ოკუპირებულ აფხაზეთში იმყოფება
გახარია: სანამ ოცნება იტყუება, ჩვენ ვიცავთ საქართველოს ინტერესებს ეუთოს საპარლამენტო ასამბლეაში
„ფაშისტურ-ნაცისტურ“ დაჯგუფებაში მყოფს მოზარდს წამებისთვის თითქმის 10 წლით თავისუფლების აღკვეთა მიესაჯა.
|
რედაქტორის რჩევით
საქართველოს მოსახლეობის რიცხვი იზრდება, მაგრამ არა ეთნიკური ქართველების ხარჯზე - რატომ გარბიან ქართველები ქვეყნიდან?
ევროკავშირის ახალი ინიციატივები აზერბაიჯანისთვის და სომხეთისთვის, საქართველო ბორტს მიღმაა
ომი უკრაინაში
უკრაინის საგარეო საქმეთა მინისტრმა ანკარაში განაცხადა, რომ კიევი მზადაა რუსეთთან „უპირობო ცეცხლის შეწყვეტისთვის“
ISW: რუსეთის არმიის რეალური წარმატებები უკრაინაში პუტინის მიერ განცხადებულზე ხუთჯერ ნაკლები აღმოჩნდა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
საქართველოს მოსახლეობის რიცხვი იზრდება, მაგრამ არა ეთნიკური ქართველების ხარჯზე - რატომ გარბიან ქართველები ქვეყნიდან?
მთავარი თემა
|


ავტორი: NS (სტატია დაფინანსებულია),



epn.ge (@expressnews.ge)