20:09 - 30 Jun, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2022-08-31 00:33:06, 4182 ნახვა

მსოფლიო
გარდაიცვალა სსრკ-ს პირველი და უკანასკნელი პრეზიდენტი მიხეილ გორბაჩოვი

საბჭოთა კავშირის ცენტრალური კომიტეტის ბოლო გენერალური მდივანი და სსრკ-ს ერთადერთი და ბოლო პრეზიდენტი მიხეილ გორბაჩოვი 92 წლის ასაკში გარდაიცვალა, - ამის შესახებ, იუწყება რია ნოვოსტი ცენტრალურ კლინიკურ საავადმყოფოზე დაყრდნობით.

მათ განაცხადეს, რომ გორბაჩოვი გარდაიცვალა "მძიმე და ხანგრძლივი ავადმყოფობის შემდეგ".

საბჭოთა და რუსი სახელმწიფო, პოლიტიკური და საზოგადო მოღვაწე. სკკპ-ს ცენტრალური კომიტეტის ბოლო გენერალური მდივანი. სსრკ-ს უმაღლესი საბჭოს პრეზიდიუმის ბოლო თავმჯდომარე, სსრკ-ს პირველი და უკანასკნელი პრეზიდენტი. გორბაჩოვ-ფონდის დამფუძნებელი, 1993 წლიდან „ახალი ყოველდღიური გაზეთის“ თანადამფუძნებელი. მიღებული აქვს საპატიო ჯილდოები და წოდებები, მათ შორის ყველაზე ცნობილი არის ნობელის მშვიდობის პრემია, რომელიც გორბაჩოვმა 1990 წელს მიიღო. გორბაჩოვმა მოღვაწეობის პერიოდში გაატარა რეფორმები, რომლებმაც დიდი გავლენა იქონია საბჭოთა კავშირზე. კერძოდ კი: საბჭოთა სისტემის რეფორმირება (პერესტროიკა); სსრკ-ში სიტყვის და ბეჭდვის თავისუფლების და დემოკრატიული არჩევნების შემოტანა, სოციალისტური ეკონომიკის რეფორმირება; ცივი ომის დასრულება; საბჭოთა ჯარის ავღანეთიდან გაყვანა (1989); კომუნისტურ, როგორც სახელმწიფო იდეოლოგიაზე უარის თქმა და განსვავებული აზრის მქონე ადამიანების დევნის შეწყვეტა; სსრკ-ს და ვარშავის პაქტის დაშლა, რომელიც გამოწვეული იყო მისი წევრების საბაზრო ეკონომიკაზე და დემოკრატიაზე გადასვლით.





ავტორი: ექსპრესნიუსი,


სოციალური ქსელები
კობახიძემ ივანიშვილის დაფუძნებულ ე.წ ქუთაისის საუნივერსიტეტო ქალაქს ბიუჯეტიდან 106 530 ლარი გამოუყო
ჟურნალისტ როგავამ ეჭვი შეიტანა დაკავებული სპეცრაზმელის თავდასხმაში მონაწილეობაში
ახალი კონფლიქტი: ვარშავამ კიევი ისტორიულ პროვოკაციაში დაადანაშაულა
ადმინისტრაცია ადასტურებს, რომ მიხეილ ყაველაშვილი ირანში აიათოლა ალი ხამენეის დაკრძალვის ცერემონიალს დაესწრება
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics