22:45 - 30 Jun, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2022-08-24 10:50:46, 1042 ნახვა

მსოფლიო
ურსულა ფონ დერ ლეიენი - ამაყად ვდგავართ უკრაინელ მეგობრებთან თავისუფალი, დამოუკიდებელი და ევროპული მომავლისთვის ბრძოლაში

ჩვენ ამაყად ვდგავართ ჩვენს უკრაინელ მეგობრებთან თავისუფალი, დამოუკიდებელი და ევროპული მომავლისთვის ბრძოლაში,- ასე მიულოცა დამოუკიდებლობის დღე უკრაინას ევროკომისიის პრეზიდენტმა, ურსულა ფონ დერ ლეიენმა.

მისი თქმით, ევროპული კომისია ამაყად ატარებს ყვითელსა და ლურჯს, რათა გამოხატონ მხარდაჭერა უკრაინის მიმართ.

„24 აგვისტოს მსოფლიო უკრაინის დამოუკიდებლობის დღეს აღნიშნავს.

ასე რომ, ამაღამ, ევროპული კომისია ამაყად ატარებს ყვითელსა და ლურჯს, რათა გამოვხატოთ ჩვენი მხარდაჭერა უკრაინის მიმართ.

ჩვენ ამაყად ვდგავართ ჩვენს უკრაინელ მეგობრებთან თავისუფალი, დამოუკიდებელი და ევროპული მომავლისთვის ბრძოლაში”,- წერს ლეიენი.

შეგახსენებთ, რომ დღეს, 24 აგვისტოს, უკრაინა დამოუკიდებლობის გამოცხადების 31 წლისთავს აღნიშნავს. ეს მნიშვნელოვანი დღესასწაულია, რომელიც ტრადიციულად ზაფხულის ბოლოს აღინიშნება. წელს უკრაინის დამოუკიდებლობის დღეს განსაკუთრებული მნიშვნელობა აქვს ყველა უკრაინელისთვის. 

ოკუპანტების მიერ სარაკეტო თავდასხმების საფრთხის გამო, 2022 წლის დამოუკიდებლობის დღე უკრაინაში რიგ რეგიონებში დღესასწაულების გარეშე და დამატებითი შეზღუდვებით გაიმართება.

 

 





ავტორი: ექსპრესნიუსი,


სოციალური ქსელები
პუტინის მეორე იახტამ რუსეთი დატოვა და თურქეთისკენ მიემართება
რუსეთში ბენზინის ფასმა პირველად გადააჭარბა 100 რუბლს ლიტრზე
რუსეთის მთავრობამ გადაწყვიტა, ბენზინის ფასების ზრდის შესახებ მონაცემები გაასაიდუმლოს
კობახიძემ ივანიშვილის დაფუძნებულ ე.წ ქუთაისის საუნივერსიტეტო ქალაქს ბიუჯეტიდან 106 530 ლარი გამოუყო
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics