22:46 - 30 Jun, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2022-08-24 10:26:00, 1029 ნახვა

მსოფლიო
თანააგრესორმა ლუკაშენკომ უკრაინელებს დამოუკიდებლობის დღე მიულოცა

ბელარუსის თვითგამოცხადებულმა პრეზიდენტმა ალექსანდრე ლუკაშენკომ და უკრაინის მიწაზე რუსეთის სამხედრო დანაშაულების თანამზრახველმა უკრაინას დამოუკიდებლობის დღე მიულოცა

ლუკაშენკოს თქმით, ბელარუსი გააგრძელებს ჰარმონიის შენარჩუნებას, მეგობრული და ურთიერთპატივისცემის მქონე კონტაქტების განვითარებას ყველა დონეზე.

„დარწმუნებული ვარ, დღევანდელი წინააღმდეგობები ვერ დაანგრევს ორ ქვეყანას  შორის გულწრფელი და კეთილმეზობლური ურთიერთობების მრავალსაუკუნოვან საფუძველს. ბელარუსი გააგრძელებს ჰარმონიის შენარჩუნებას, მეგობრული და ურთიერთპატივისცემის მქონე კონტაქტების განვითარებას ყველა დონეზე”,- აღნიშნულია მილოცვაში.

გარდა ამისა, მილოცვაში ლუკაშენკომ უკრაინას ასევე უსურვა „მშვიდობიანი ცა, შემწყნარებლობა, გამბედაობა, ძალა და წარმატებები ღირსეული ცხოვრების აღდგენაში“.

შეგახსენებთ, რომ რუსეთის ფედერაციის უკრაინაში სრულმასშტაბიანი შეჭრის დღიდან, სულ მცირე 631 რაკეტა იქნა გაშვებული ბელარუსიდან  უკრაინის ტერიტორიაზე. ბოლოს მონაცემები მაისში განახლდა.

უკრაინა 1 აპრილს დაექვემდებარა უდიდეს დაბომბვას ბელარუსიის მხრიდან.  იმ დღეს რაკეტებს ფაქტიურად ყოველ 10 წუთში ისროდნენ.

ბრიტანული დაზვერვის მონაცემებით, პუტინმა ბელარუსისი  თვითგამოცხადებულ პრეზიდენტზე ზეწოლა გააძლიერა. ლუკაშენკო აგრძელებს მოსკოვის ხაზის დაცვას უკრაინის წინააღმდეგ ომთან დაკავშირებით. ამასთან მან განაცხადა, რომ კიევმა უნდა მიიღოს რუსეთის ფედერაციის მოთხოვნები ომის დასრულების შესახებ.

დღეს, 24 აგვისტოს, უკრაინა დამოუკიდებლობის გამოცხადების 31 წლისთავს აღნიშნავს. ეს მნიშვნელოვანი დღესასწაულია, რომელიც ტრადიციულად ზაფხულის ბოლოს აღინიშნება. წელს უკრაინის დამოუკიდებლობის დღეს განსაკუთრებული მნიშვნელობა აქვს ყველა უკრაინელისთვის. 

ოკუპანტების მიერ სარაკეტო თავდასხმების საფრთხის გამო, 2022 წლის დამოუკიდებლობის დღე უკრაინაში რიგ რეგიონებში დღესასწაულების გარეშე და დამატებითი შეზღუდვებით გაიმართება.





ავტორი: ექსპრესნიუსი,


სოციალური ქსელები
პუტინის მეორე იახტამ რუსეთი დატოვა და თურქეთისკენ მიემართება
რუსეთში ბენზინის ფასმა პირველად გადააჭარბა 100 რუბლს ლიტრზე
რუსეთის მთავრობამ გადაწყვიტა, ბენზინის ფასების ზრდის შესახებ მონაცემები გაასაიდუმლოს
კობახიძემ ივანიშვილის დაფუძნებულ ე.წ ქუთაისის საუნივერსიტეტო ქალაქს ბიუჯეტიდან 106 530 ლარი გამოუყო
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics