00:07 - 01 Jul, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2022-08-21 14:14:13, 1168 ნახვა

მსოფლიო
ზახაროვა - თუ დუგინას მკვლელობაში უკრაინული კვალის ვერსია დადასტურდება, შესაძლებელი იქნება სახელმწიფო ტერორიზმის პოლიტიკაზე საუბარი

უკრაინული კვალის ვერსია თუ დადასტურდება, მაშინ შეიძლება, ვისაუბროთ კიევის მხრიდან სახელმწიფო ტერორიზმის პოლიტიკაზე- ასე გამოეხმაურა რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს ოფიციალური წარმომადგენელი, მარია ზახაროვა დარია დუგინას მკვლელობის საქმეს.

ზახაროვას თქმით, ასეთი ვარაუდის ლეგიტიმურობის დასადასტურებლად საკმარისი ფაქტების მოგროვება შეძლო.

„უკრაინული კვალი თუ დადასტურდა – და ეს ვერსია გააჟღერა დონეცკის სახალხო რესპუბლიკის ხელმძღვანელმა, დენის პუშლინმა, რომელიც უნდა გადამოწმდეს კომპეტენტური ორგანოების მიერ, მაშინ უნდა ვისაუბროთ კიევის რეჟიმის მიერ განხორციელებულ სახელმწიფო ტერორიზმის პოლიტიკაზე“,- წერს ზახაროვა.

​შეგახსენებთ, რომ გუშინ ღამით, რუსეთის პრეზიდენტ ვლადიმერ პუტინის ახლო მოკავშირის, ალექსანდრ დუგინის შვილი მოსკოვთან ახლოს, მანქანაში ააფეთქეს.





ავტორი: ექსპრესნიუსი,


სოციალური ქსელები
მოსკოვის ყველა აეროპორტში ფრენების ჩამოსვლასა და გამგზავრებაზე შეზღუდვებია დაწესებული
პუტინის მეორე იახტამ რუსეთი დატოვა და თურქეთისკენ მიემართება
რუსეთში ბენზინის ფასმა პირველად გადააჭარბა 100 რუბლს ლიტრზე
რუსეთის მთავრობამ გადაწყვიტა, ბენზინის ფასების ზრდის შესახებ მონაცემები გაასაიდუმლოს
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics