00:07 - 01 Jul, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2022-08-20 16:48:38, 1434 ნახვა

მსოფლიო
უკრაინის საგარეო - მოვუწოდებთ ვენის მთელ დიპლომატიურ საზოგადოებას ბოიკოტი გამოუცხადოს რუსეთის ელჩს

უკრაინის საგარეო საქმეთა სამინისტრო მოუწოდებს ავსტრიას, გააძევოს რუსეთის მუდმივი წარმომადგენელი ვენაში, მიხაილ ულიანოვი, უკრაინელების განადგურების მოწოდების გამო. აღნიშნულოს შესახებ უკრაინის საგარეო საქმეთა სამინისტროს სპიკერმა, ოლეგ ნიკოლენკომ განაცხადა.

ნიკოლენკოს თქმით, რუსეთის ელჩი პერსონა ნონ გრანტად უნდა გამოცხადდეს.

„რუსეთის ელჩი, მიხაილ ულიანოვი მოუწოდებს უკრაინელი ხალხის განადგურებას. ეს გენოციდის ენა არ უნდა იყოს შეწყნარებული. მოვუწოდებთ ვენის მთელ დიპლომატიურ საზოგადოებას ბოიკოტი გამოუცხადოს ულიანოვს და ავსტრიას, როგორც მასპინძელ ქვეყანას, გამოაცხადოს ის პერსონა ნონ გრატად", -წერს ნიკოლენკო.

ცნობისთვის, ულიანოვმა Twitter-ის გვერდზე გაავრცელა პასუხი უკრაინის პრეზიდენტს, ვოლოდიმირ ზელენსკის მიმართ, რომელოც ეხებოდა ამერიკის შეერთებული შტატების სამხედრო დახმარების ახალ პაკეტს.

ელჩმა დაწერა „არავითარი შეწყალება უკრაინის მოსახლეობას“.
კრიტიკის ტალღის შემდეგ, ულიანოვმა წაშალა პოსტი, მაგრამ ის დარჩა სოციალური მედიის ვებ არქივში.

 





ავტორი: ექსპრესნიუსი,


სოციალური ქსელები
მოსკოვის ყველა აეროპორტში ფრენების ჩამოსვლასა და გამგზავრებაზე შეზღუდვებია დაწესებული
პუტინის მეორე იახტამ რუსეთი დატოვა და თურქეთისკენ მიემართება
რუსეთში ბენზინის ფასმა პირველად გადააჭარბა 100 რუბლს ლიტრზე
რუსეთის მთავრობამ გადაწყვიტა, ბენზინის ფასების ზრდის შესახებ მონაცემები გაასაიდუმლოს
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics