00:07 - 01 Jul, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2022-08-20 14:14:13, 1160 ნახვა

მსოფლიო
დიდი ბრიტანეთი - რუსეთს არ აქვს მორალური უფლება დაესწროს G20-ის სამიტს

რუსეთს არ აქვს მორალური უფლება დაესწროს G20-ის სამიტს,- აღნიშნულის შესახებ ბრიტანეთის საგარეო საქმეთა სამინისტროში აცხადებენ.

მათივე ცნობით, ბრიტანეთი მიესალმება ინდონეზიის ძალისხმევას, რომ "დიდი ოცეულის" შეხვედრებზე რუსეთის ომის შედეგების განხილვა უზრუნველყოს.

„რუსეთს არ აქვს მორალური უფლება, იჯდეს G20-ის სამიტზე, მაშინ, როდესაც მისი აგრესია უკრაინაში გრძელდება. ჩვენ მივესალმებით ინდონეზიის ძალისხმევას, რუსეთის ომის შედეგები განხილული იყოს G20-ის შეხვედრებზე, ისევე, როგორც შესაძლებლობას, რომ G20-ის სამიტზე უკრაინა პრეზიდენტმა ზელენსკიმ წარმოადგინოს",- აცხადებენ სამინისტროში.

შეგახსენებთ, რომ სამიტს წელს ინდონეზია უმასპინძლებს. დადასტურებულია, რომ კრემლის ლიდერის გარდა, მას ჩინეთის პრეზიდენტი სი ძინ პინიც დაესწრება.





ავტორი: ექსპრესნიუსი,


სოციალური ქსელები
მოსკოვის ყველა აეროპორტში ფრენების ჩამოსვლასა და გამგზავრებაზე შეზღუდვებია დაწესებული
პუტინის მეორე იახტამ რუსეთი დატოვა და თურქეთისკენ მიემართება
რუსეთში ბენზინის ფასმა პირველად გადააჭარბა 100 რუბლს ლიტრზე
რუსეთის მთავრობამ გადაწყვიტა, ბენზინის ფასების ზრდის შესახებ მონაცემები გაასაიდუმლოს
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics