00:05 - 01 Jul, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2022-08-19 12:12:32, 949 ნახვა

მსოფლიო
Reuters - ბაიდენის ადმინისტრაცია უკრაინას დამატებით 800 მილიონი დოლარის სამხედრო დახმარებას გაუწევს

აშშ-ს პრეზიდენტის, ჯო ბაიდენის ადმინისტრაცია უკრაინას 800 მილიონი დოლარის დამატებით სამხედრო დახმარებას ამზადებს,- აღნიშნულის შესახებ ინფორმაციას Reuters-ი ავრცელებს.

გამოცემის ცნობით, ბაიდენი უკრაინის დასახმარებლად პრეზიდენტის საგანგებო უფლებას გამოიყენებს, რაც მას საშუალებას აძლევს აშშ-ს მარაგებიდან იარაღი ქვეყანას კონგრესის ნებართვის გარეშე გადასცეს სხვა ქვეყანას. 

მათივე ცნობით, ადმინისტრაციამ ოფიციალური განცხადება შესაძლებელია დღეს, 19 აგვისტოს გაავრცელოს.

„წყაროებმა, ანონიმურობის დაცვით, აღნიშნეს, რომ განცხადება შესაძლოა მომავალი კვირისთვის გადაიტანონ და, ასევე შესაძლებელია, რომ იარაღის პაკეტების ღირებულება შეიცვალოს მათ გამოცხადებამდე",- წერს Reuters-ი.

შეგახსენებთ, რომ ომის დაწყების შემდეგ, ვაშინგტონმა კიევის მთავრობას უსაფრთხოების მიზნით უკვე მილიარდობით დოლარის დახმარება გაუგზავნა.





ავტორი: ექსპრესნიუსი,


სოციალური ქსელები
მოსკოვის ყველა აეროპორტში ფრენების ჩამოსვლასა და გამგზავრებაზე შეზღუდვებია დაწესებული
პუტინის მეორე იახტამ რუსეთი დატოვა და თურქეთისკენ მიემართება
რუსეთში ბენზინის ფასმა პირველად გადააჭარბა 100 რუბლს ლიტრზე
რუსეთის მთავრობამ გადაწყვიტა, ბენზინის ფასების ზრდის შესახებ მონაცემები გაასაიდუმლოს
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics