05:55 - 08 Jul, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2022-08-18 17:21:16, 1349 ნახვა

საზოგადოება
მეტროსადგურ „ახმეტელის თეატრის“ მიმდებარე ტერიტორიის რეაბილიტაცია იწყება

გლდანის რაიონის გამგეობა 18 აგვისტოს, ღამის საათებში მეტროსადგურ ,,ახმეტელის თეატრის“ მიმდებარე ტერიტორიის რეაბილიტაციას დაიწყებს,- აღნიშნულის შესახებ ინფორმაციას თბილისის მერია ავრცელებს.
 
მერიის ცნობით, პროექტის შედეგად, შეიცვლება დაზიანებული ფილები, მოწესრიგდება საერთო სარგებლობის კიბეები და სანიაღვრე ქსელის ცხაურები. ძირითადად, პროცესი გვიან ღამით, მეტროსადგურის სამუშაო საათების დასრულების შემდეგ წარიმართება.
 
"გარდა ამისა, უახლოეს მომავალში მეტროსადგურ „ახმეტელის თეატრის“ მიმდებარედ, სავაჭრო ცენტრ „მარიამსა“ და „ევრაზიას“ შორის არსებული ტერიტორიის მოწესრიგებაც დაიწყება და გამგეობის მიერ საგზაო ინფრასტრუქტურა და სივრცე კეთილმოეწყობა. აღნიშნული პროექტის დაგეგმარება ტრანსპორტისა და ურბანული განვითარების სააგენტოს მიერ განხორციელდა. ინფრასტრუქტურული სამუშაოების დასრულების   შემდეგ, სააგენტო ტერიტორიაზე მოსაცდელებს  განათავსებს.

თბილისის მერია ბოდიშს გიხდით შექმნილი დისკომფორტისთვის!",- აღნიშნულია ინფორმაციაში.





ავტორი: ექსპრესნიუსი,


სოციალური ქსელები
ტრამპმა პუტინთან და შემდეგ ზელენსკისთან „გუშინ“ ახალი საუბრის შესახებ განაცხადა
მსახიობი სერგეი ბეზრუკოვი ოკუპირებულ აფხაზეთში იმყოფება
გახარია: სანამ ოცნება იტყუება, ჩვენ ვიცავთ საქართველოს ინტერესებს ეუთოს საპარლამენტო ასამბლეაში
„ფაშისტურ-ნაცისტურ“ დაჯგუფებაში მყოფს მოზარდს წამებისთვის თითქმის 10 წლით თავისუფლების აღკვეთა მიესაჯა.
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics