00:05 - 01 Jul, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2022-08-18 15:49:00, 1217 ნახვა

მსოფლიო
პატიმრების გაცვლა, მარცვლეული და თვითმფრინავები - ერდოღანისა და ზელენსკის შეხვედრის მთავარი საკითხები

თურქეთის პრეზიდენტი რეჯეფ თაიფ ერდოღანი რუსეთის სრულმასშტაბიანი შემოჭრის შემდეგ პირველი ოფიციალური ვიზიტით უკრაინაში გაემგზავრა.

ტელეარხის NTV- ის ცნობით, პრეზიდენტები რეჯეფ თაიფ ერდოღანი და ვოლოდიმირ ზელენსკი მარცვლეულის დერეფნის ფუნქციონირების გაუმჯობესებისა და ომის დიპლომატიური გზით გადაწყვეტის ვარიანტებს განიხილავენ.

სხვა თემებს შორისაა თურქეთის შუამავლობა რუსეთსა და უკრაინას შორის პატიმართა გაცვლაში,თურქეთის საჰაერო ძალების A440M-ის ორი თვითმფრინავის ქვეყანაში დაბრუნება.

ერდოღანის ვიზიტის ფარგლებში გაეროს გენერალური მდივანი ანტონიო გუტიერესი უკრაინაში იმყოფება. 

პრეზიდენტი ერდოღანი უკანასკნელად უკრაინას 2022 წლის 3 თებერვალს ეწვია, რუსეთის შეჭრამდე ცოტა ხნით ადრე. უკრაინამ დახურა თავისი საჰაერო სივრცე სამოქალაქო ფრენებისთვის მას შემდეგ, რაც რუსეთმა ქვეყანაში სამხედრო მოქმედებები დაიწყო, ამიტომ ერდოღანი და მისი დელეგაცია პოლონეთიდან სახმელეთო გზით ლვოვში ჩავლენ.





ავტორი: ექსპრესნიუსი,


სოციალური ქსელები
მოსკოვის ყველა აეროპორტში ფრენების ჩამოსვლასა და გამგზავრებაზე შეზღუდვებია დაწესებული
პუტინის მეორე იახტამ რუსეთი დატოვა და თურქეთისკენ მიემართება
რუსეთში ბენზინის ფასმა პირველად გადააჭარბა 100 რუბლს ლიტრზე
რუსეთის მთავრობამ გადაწყვიტა, ბენზინის ფასების ზრდის შესახებ მონაცემები გაასაიდუმლოს
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics