00:07 - 01 Jul, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2022-08-18 12:46:22, 1187 ნახვა

მსოფლიო
თურქული მედია - შესაძლებელია ერდოღანმა უკრაინის პრეზიდენტი პუტინთან შესახვედრად მოიწვიოს

თურქეთის პრეზიდენტი რეჯეპ ტაიპ ერდოღანი უკრაინაში ვიზიტის დროს უკრაინის პრეზიდენტს, ვოლოდიმირ ზელენსკის კრემლის ხელმძღვანელთან  შეხვედრის ორგანიზებას შესთავაზებს. ამის შესახებ ტელეკომპანია Urek A Haber იტყობინება.

ტელეკომპანიის ცნობით, რუსულმა მხარემ განაცხადა, რომ ლიდერებს შეუძლიათ განიხილონ და განსაზღვრონ საგზაო რუკა.

„რუსული წყაროებიდან მიღებული ახალი ამბების მიხედვით, რუსეთის პრეზიდენტი ვლადიმერ პუტინი შესაძლოა შეხვდეს ვოლოდიმირ ზელენსკის. რუსულმა მხარემ განაცხადა, რომ ლიდერებს შეუძლიათ განიხილონ და განსაზღვრონ საგზაო რუკა. ამის შემდეგ დელეგაციებს შეუძლიათ დაიწყონ მუშაობა ამ საგზაო რუკის რეალიზებაზე",- ნათქვამია შეტყობინებაში.

შეგახსენებთ, რომ დღეს ლვოვში გაიმართება მოლაპარაკებები  უკრაინისა და თურქეთის პრეზიდენტებს, ვოლოდიმირ ზელენსკისა და რეჯეფ თაიფ ერდოღანს, ასევე გაეროს გენერალურ მდივანს, ანტონიო გუტერესს შორის.


 





ავტორი: ექსპრესნიუსი,


სოციალური ქსელები
მოსკოვის ყველა აეროპორტში ფრენების ჩამოსვლასა და გამგზავრებაზე შეზღუდვებია დაწესებული
პუტინის მეორე იახტამ რუსეთი დატოვა და თურქეთისკენ მიემართება
რუსეთში ბენზინის ფასმა პირველად გადააჭარბა 100 რუბლს ლიტრზე
რუსეთის მთავრობამ გადაწყვიტა, ბენზინის ფასების ზრდის შესახებ მონაცემები გაასაიდუმლოს
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics