01:14 - 01 Jul, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2022-08-16 17:58:24, 1369 ნახვა

მსოფლიო
რუსეთის ეფესბე კურსკის ოლქში ელექტროგადამცემი ანძების აფეთქებას „უკრაინული მხარის დივერსიას“ უწოდებს

 რუსული FSB-ს მტკიცებით, 4, 9 და 12 აგვისტოს, „უკრაინელმა დივერსანტებმა“  ექვსი ელექტროგადამცემი ანძა ააფეთქეს, რომელიც რუსეთში კურსკის რეგიონის ატომურ ელექტროსადგურს ეკუთვნის. მათი მეშვეობით, კურსკის რეგიონის სამრეწველო, სატრანსპორტო და სოციალური ობიექტები ელექტროენერგიით მარაგდება.

რუსული მედიის ცნობით, 16 აგვისტოს დაუდგენელმა პირებმა ასევე ააფეთქეს რკინიგზის ნაწილი, რომელზეც მხოლოდ სატვირთო მატარებლები დადიან.

"4, 9 და 12 აგვისტოს, კურსკის ოლქის კურჩატოვის რაიონში, უკრაინულმა დივერსიულმა ჯგუფებმა ააფეთქეს მაღალი ძაბვის ელექტროგადამცემი ხაზის ექვსი ანძა (110, 330 და 750 კვ). დაირღვა ატომური ელექტროსადგურის ექსპლუატაციის ტექნოლოგიური პროცესი"- ნათქვამია FSB-ის განცხადებაში.

მომხდარ ფაქტზე სისხლის სამართლის საქმე რუსეთის ფედერაციის სისხლის სამართლის კოდექსის 205-ე მუხლით დაიწყო, რაც ტერორისტული აქტის მოწყობას გულისხმობს. გამოძიებაში  რუსეთის საგამოძიებო კომიტეტის მთავარი განყოფილებაა ჩარრთული.

 ცნობისთვის, რუსეთის თავდაცვის სამინისტრომ ყირიმში საბრძოლო მასალის საცავში მომხდარ აფეთქებებს დივერსია უწოდა. 





ავტორი: ექსპრესნიუსი,


სოციალური ქსელები
მოსკოვის ყველა აეროპორტში ფრენების ჩამოსვლასა და გამგზავრებაზე შეზღუდვებია დაწესებული
პუტინის მეორე იახტამ რუსეთი დატოვა და თურქეთისკენ მიემართება
რუსეთში ბენზინის ფასმა პირველად გადააჭარბა 100 რუბლს ლიტრზე
რუსეთის მთავრობამ გადაწყვიტა, ბენზინის ფასების ზრდის შესახებ მონაცემები გაასაიდუმლოს
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics