01:13 - 01 Jul, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2022-08-12 14:28:47, 1608 ნახვა

მსოფლიო
მოსკოვის სასამართლომ მარინა ოვსიანიკოვას 2 თვიანი წინასწარი შინაპატიმრობა მიუსაჯა

მოსკოვის სასამართლომ რუსეთის „პირველი არხის“ ყოფილ რედაქტორს, მარინა ოვსიანიკოვას 2 თვიანი წინასწარი შინაპატიმრობა მიუსაჯა.

განცხადების მიხედვით, ოვსიანიკოვა 50,000 რუბლით დაჯარიმდა (დაახლოებით $820) 13 ივლისს გადაღებული ვიდეოს გამო, რომელშიც ის კონფლიქტის წინააღმდეგ საუბრობდა.

მისი ადვოკატის დიმიტრი ზახვატოვის თქმით, კრემლი ევფემისტურად მოიხსენიებს შეჭრას, როგორც "სპეციალურ სამხედრო ოპერაციას". 

გარდა ამისა, ოვსიანიკოვას ბრალად ედება ყალბი ინფორმაციის გავრცელება რუსეთის შეიარაღებულ ძალებზე, რაც რუსული კანონმდებლობის მიხედვით 10 წლამდე პატიმრობით ისჯება.

ცნობისთვის, 15 ივლისს ოვსიანიკოვამ კრემლის მახლობლად ომის საწინააღმდეგო პიკეტი გამართა. მის პოსტერზე ეწერა: „პუტინი მკვლელია. მისი ჯარისკაცები ფაშისტები არიან. 352 ბავშვი დაიღუპა. კიდევ რამდენი ბავშვი უნდა მოკვდეს, სანამ გაჩერდები?”

თავის გზავნილში ოვსიანიკოვამ „ფეიქების“ გავრცელების ბრალდებებს შემდეგი კომენტარი გააკეთა: „უკრაინაში დაღუპული 350-ზე მეტი ბავშვი ყალბია? მთელმა მსოფლიომ იცის სერგეის ისტორია, რომელმაც მთელი ოჯახი ირპინში დაკარგა.  „ყველამ ნახა ახალგაზრდა დედა ვინიციდან, რომელმაც 4 წლის ქალიშვილი დაკარგა და თვითონ ფეხის გარეშე დარჩა. 3 თვის ბავშვი კირა ოდესიდან, ესეც ყალბია?"

მარტის შუა რიცხვებში, ოვსიანიკოვამ ასევე გამართა საპროტესტო აქცია „პირველი არხის“ პირდაპირ ეთერში, სადაც უკრაინის ომის წინააღმდეგ პლაკატით წამყვანის, ეკატერინა ანდრეევას უკან იდგა. რის შემდეგაც მიიღო ადმინისტრაციული ჯარიმა მიიღო.

 

 





ავტორი: ექსპრესნიუსი,


სოციალური ქსელები
მოსკოვის ყველა აეროპორტში ფრენების ჩამოსვლასა და გამგზავრებაზე შეზღუდვებია დაწესებული
პუტინის მეორე იახტამ რუსეთი დატოვა და თურქეთისკენ მიემართება
რუსეთში ბენზინის ფასმა პირველად გადააჭარბა 100 რუბლს ლიტრზე
რუსეთის მთავრობამ გადაწყვიტა, ბენზინის ფასების ზრდის შესახებ მონაცემები გაასაიდუმლოს
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics