02:34 - 01 Jul, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2022-08-09 14:15:40, 907 ნახვა

მსოფლიო
ზელენსკი იმ შემთხვევაში დაესწრება G20-ის სამიტს, თუ მოწვეულთა შორის პუტინი არ იქნება

უკრაინის პრეზიდენტი ვოლოდიმირ ზელენსკი შესაძლოა დაესწროს ინდონეზიაში G20- ის შემოდგომის სამიტს თუ მას ვლადიმერ პუტინი არ დაესწრება,- ამის შესახებ BBC- სთან ინტერვიუში პრეზიდენტის ადმინისტრაციის უფროსის მრჩეველმა მიხაილ პოდოლიაკმა განაცხადა.

მისი თქმით, ზელენსკი დარწმუნებულია, რომ ასეთ დროს ის უკრაინის ტერიტორიაზე უნდა იმყოფებოდეს, ამიტომ სამიტში მონაწილეობას ონლაინ ფორმატში განიხილავს.

თუმცა, თუ პუტინი სამიტს დაესწრება, მაშინ უკრაინის დელეგაცია განიხილავს მათი ყოფნის აუცილებლობას.

„ვინაიდან პუტინის ყოფნა სადმე, ნებისმიერ სამიტზე ირიბად ნიშნავს, რომ სამიტის ორგანიზატორები იზიარებენ რუსეთის პოზიციას, რომელიც თავს დაესხა სუვერენულ სახელმწიფოს. ასეთი ფორმით, თქვენ აცნობებთ ყველას:  აი, ჩვენ გვჯერა, რომ რუსეთს ჰქონდა უფლება მოსულიყო და მოვკლათ უკრაინელი ბავშვები”,- განაცხადა პოდოლიაკმა.

შეგახსენებთ, რომ აპრილის ბოლოს ინდონეზიის პრეზიდენტმა უკრაინა ნოემბერში G20-ის სამიტზე მიიწვია. 

 





ავტორი: ექსპრესნიუსი,


სოციალური ქსელები
მოსკოვის ყველა აეროპორტში ფრენების ჩამოსვლასა და გამგზავრებაზე შეზღუდვებია დაწესებული
პუტინის მეორე იახტამ რუსეთი დატოვა და თურქეთისკენ მიემართება
რუსეთში ბენზინის ფასმა პირველად გადააჭარბა 100 რუბლს ლიტრზე
რუსეთის მთავრობამ გადაწყვიტა, ბენზინის ფასების ზრდის შესახებ მონაცემები გაასაიდუმლოს
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics