03:52 - 01 Jul, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2022-08-05 13:28:34, 977 ნახვა

მსოფლიო
ტაივანში ვიზიტის გამო, ჩინეთმა ნენსი პელოსის საქნციები დაუწესა

ჩინეთმა, ტაივანში ვიზიტის გამო, აშშ-ის პალატის სპიკერს ნენსი პელოსის საქნციები დაუწესა. ამის შესახებ ინფორმაცია ოფიციალურმა საინფორმაციო სააგენტო Xinhua-მ დაადასტურა. 

ჩინეთმა პელოსისა და მისი ოჯახის მიმართ დაუზუსტებელი სანქციები გამოაცხადა. ასეთი სანქციები ძირითადად სიმბოლური ხასიათისაა.

გარდა ამისა, აღნიშნულია, რომ ტაივანში განხორციელებულ სამხედრო წვრთნებში მონაწილეობდნენ 
 მებრძოლები და გამოიყენებოდა ბომბდამშენები, გამანადგურებლები და ფრეგატები. 

"100-ზე მეტმა სამხედრო თვითმფრინავმა და 10 სამხედრო ხომალდმა მიიღო მონაწილეობა ტაივანის მიმდებარე ცეცხლსასროლი იარაღის წვრთნებში ბოლო ორი დღის განმავლობაში",- წერია განცხადებაში. 

სამხედრო აღმოსავლეთ თეატრის სარდლობამ ასევე გაუშვა რაკეტების ახალი ვერსიები, რომელიც "ტაივანის სრუტეში დაუდგენელ სამიზნეებს „სიზუსტით“ ესხმოდა".

ცნობისთვის, სამხედრო წვრთნები, რომლებიც Xinhua-მ აღწერა, როგორც „უპრეცედენტო მასშტაბის“, არის ჩინეთის პასუხია პელოსის ტაივანში ვიზიტსს. ის არის ყველაზე მაღალი რანგის ამერიკელი პოლიტიკოსი, რომელიც ეწვია ტაივანს ბოლო 25 წლის განმავლობაში.

ჩინეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს განცხადებაში ნათქვამია, რომ პელოსმა უგულებელყო ჩინეთის სერიოზული შეშფოთება და მისი ვიზიტის მტკიცე წინააღმდეგობა და მის ვიზიტს პროვოკაციული უწოდა. 





ავტორი: ექსპრესნიუსი,


სოციალური ქსელები
მოსკოვის ყველა აეროპორტში ფრენების ჩამოსვლასა და გამგზავრებაზე შეზღუდვებია დაწესებული
პუტინის მეორე იახტამ რუსეთი დატოვა და თურქეთისკენ მიემართება
რუსეთში ბენზინის ფასმა პირველად გადააჭარბა 100 რუბლს ლიტრზე
რუსეთის მთავრობამ გადაწყვიტა, ბენზინის ფასების ზრდის შესახებ მონაცემები გაასაიდუმლოს
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics