03:53 - 01 Jul, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2022-08-05 10:32:00, 963 ნახვა

მსოფლიო
პელოსი - ჩინეთი ტაივანის იზოლირებას ვერ შეძლებს

აშშ-ს წარმომადგენელთა პალატის სპიკერმა ნენსი პელოსიმ განაცხადა, რომ ჩინეთი ვერ მოახდენს ტაივანის იზოლირებას აშშ-ს ოფიციალური პირების ვიზიტების შეზღუდვით.

პელოსიმ, რომელიც ამჟამად ხელმძღვანელობს კონგრესის დელეგაციას ინდო-წყნარი ოკეანის რეგიონში, დასძინა რომ მისი ვიზიტი „სტატუს კვოს შეცვლას არ ეხებოდა.“ 

"ჩინეთმა დარტყმების საბაბად, ალბათ, ჩვენი ვიზიტი გამოიყენა.. ჩინელები ცდილობდნენ ტაივანის იზოლირებას, თუმცა ამას ვერ შეძლებენ,"- განაცხადა პელოსიმ.

შეგახსენებთ, რომ აშშ-ს წარმომადგენელთა პალატის სპიკერი ნენსი პელოსი ტაივანში 2 აგვისტოს, ადგილობრივი დროით გვიან საღამოს ჩავიდა.

თვითმფრინავის დაფრენიდან რამდენიმე წუთის შემდეგ, ჩინეთის საგარეო საქმეთა სამინისტრომ გამოაქვეყნა განცხადება, რომელშიც პელოსის მოგზაურობას  „ჩინეთის პოლიტიკის სერიოზულ დარღვევა" უწოდა, რომელიც  ჩინეთის სუვერენიტეტს არღვევდა,  საფრთხეს უქმნის მშვიდობასა და სტაბილურობას. 

მათივე თქმით, ეს ტაივანის სრუტეში და „არასწორ სიგნალებს" აგზავნის „ტაივანის დამოუკიდებლობის" მხარდამჭერებისთვის.





ავტორი: ექსპრესნიუსი,


სოციალური ქსელები
მოსკოვის ყველა აეროპორტში ფრენების ჩამოსვლასა და გამგზავრებაზე შეზღუდვებია დაწესებული
პუტინის მეორე იახტამ რუსეთი დატოვა და თურქეთისკენ მიემართება
რუსეთში ბენზინის ფასმა პირველად გადააჭარბა 100 რუბლს ლიტრზე
რუსეთის მთავრობამ გადაწყვიტა, ბენზინის ფასების ზრდის შესახებ მონაცემები გაასაიდუმლოს
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics