03:53 - 01 Jul, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2022-08-03 17:57:10, 1172 ნახვა

მსოფლიო
მედია - აზერბაიჯანმა, სომხეთის შეიარაღებული ძალების წინააღმდეგ, კონტრტერორისტული ოპერაცია წამოიწყო

აზერბაიჯანის შეიარაღებულმა ძალებმა, თავიანთი მეომრის სიკვდილის შემდეგ, სომხეთის შეიარაღებული ძალების წინააღმდეგ კონტრტერორისტული ოპერაცია წამოიწყეს. ამის შესახებ ინფორმაციას ადგილობრივი მედია ავრცელებს. 

მათი ცნობით, შეტევა ლაჩინის მიმართულებით ხორციელდება, რის შედეგადაც განადგურდა საარტილერიო ბატალიონი და სომხური შეიარაღებული ფორმირებების ერთი პოსტი. სომეხ სამხედროებს შორის არიან დაღუპულები და დაჭრილები.

შეგახსენებთ, რომ, როგორც აზერბაიჯანული მედია წერს, 3 აგვისტოს, დილით, სომხური შეიარაღებული ფორმირებების წევრები აზერბაიჯანის ტერიტორიაზე, სადაც დროებით რუსეთის კონტინგენტია განლაგებული, ინტენსიურად ბომბავდნენ ლაჩინის რეგიონის მიმართულებით დისლოცირებულ აზერბაიჯანის არმიის პოზიციებს.

შედეგად, დაიჭრა მოქმედი სამხედრო მოსამსახურე, ქაზიმოვი ანარ რუსტამ ოღლუმი, რომელიც მიღებული ჭრილობების შედეგად გარდაიცვალა.

 





ავტორი: ექსპრესნიუსი,


სოციალური ქსელები
მოსკოვის ყველა აეროპორტში ფრენების ჩამოსვლასა და გამგზავრებაზე შეზღუდვებია დაწესებული
პუტინის მეორე იახტამ რუსეთი დატოვა და თურქეთისკენ მიემართება
რუსეთში ბენზინის ფასმა პირველად გადააჭარბა 100 რუბლს ლიტრზე
რუსეთის მთავრობამ გადაწყვიტა, ბენზინის ფასების ზრდის შესახებ მონაცემები გაასაიდუმლოს
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics