03:54 - 01 Jul, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2022-08-03 17:16:23, 2391 ნახვა

მსოფლიო
გალერი მედვედევის პოსტზე - ერთადერთი ხელოვნური სახელმწიფო, საბჭოთა რუსეთის კოლონიური იმპერიაა

ვუსმენთ  საუბარს, რომ თითქოს საქართველო და ყაზახეთი ხელოვნური სახელმწიფოებია. ერთადერთი ხელოვნური სახელმწიფო საბჭოთა რუსეთის კოლონიური იმპერია იყო,- ასე გამოეხმაურა ევროპარლამენტარი მიხაელ გალერი რუსეთის უშიშროების საბჭოს თავჯდომარის მოადგილის, დმიტრი მედვედევის სოციალურ ქსელ გამოქვეყნულ პოსტს.

ევროპარლამენტარის თქმით,დასავლეთი უნდა მოეშვას იმ ილუზიას თითქოს რუსეთთან ჩვეულ ურთიერთობას დაუბრუნდებიან.

„დასავლეთში, ვისაც ჯერ კიდევ სჯერა, უნდა მოეშვას ილუზიებს, რომ რუსეთის ამ რეჟიმთან ჩვეულ ურთიერთობას დაუბრუნდებიან. ვუსმენთ მედვედევის საუბარს, რომ თითქოს საქართველო და ყაზახეთი ხელოვნური სახელმწიფოებია. ერთადერთი ხელოვნური სახელმწიფო საბჭოთა რუსეთის კოლონიური იმპერია იყო და ეს აღარ განმეორდება!",- წერს გალერი.

შეგახსენებთ, რომ გუშინ რუსეთის უშიშროების საბჭოს თავჯდომარის მოადგილემ, დიმიტრი მედვედევმა გამოაქვეყნა პოსტი, რომელშიც წერდა, რომ  ყველა ერი, რომელიც “ოდესღაც დიდ და მძლავრ საბჭოთა კავშირში ცხოვრობდა”, ისევ ერთად იცხოვრებს. 

მედვედევმა პოსტში ასევე ისაუბრა, საქართველოზეც. ის თვლის რომ ეს ქვეყანა, რუსეთთან შეერთებამდე, საერთოდ არ არსებობდა.

 





ავტორი: ექსპრესნიუსი,


სოციალური ქსელები
მოსკოვის ყველა აეროპორტში ფრენების ჩამოსვლასა და გამგზავრებაზე შეზღუდვებია დაწესებული
პუტინის მეორე იახტამ რუსეთი დატოვა და თურქეთისკენ მიემართება
რუსეთში ბენზინის ფასმა პირველად გადააჭარბა 100 რუბლს ლიტრზე
რუსეთის მთავრობამ გადაწყვიტა, ბენზინის ფასების ზრდის შესახებ მონაცემები გაასაიდუმლოს
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics