05:28 - 01 Jul, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2022-08-02 11:12:22, 1043 ნახვა

მსოფლიო
გაეროს გენმდივანი - მსოფლიოს ერთი მცდარი გათვლა აშორებს ბირთვულ განადგურებამდე

მსოფლიოს ერთი მცდარი გათვლა აშორებს ბირთვულ განადგურებამდე,- აცხადებს გაეროს გენერალური მდივანი, ანტონიო გუტიერესი.

 გუტიერესმა ეს განცხადება მას შემდეგ გააკეთა, რაც შეერთებულმა შტატებმა, ბრიტანეთმა და საფრანგეთმა  რუსეთს მიუწოდეს შეწყვიტოს "მისი საშიში ბირთვული რიტორიკა და ქცევა".

 "მსოფლიო დგას ყველაზე მძაფრი ბირთვული საფრთხის წინაშე,  ცივი ომის შემდეგ. დღეს კაცობრიობას აშორებს  მხოლოდ ერთი გაუგებრობა, ერთი არასწორი გათვლა ბირთვული განადგურებისგან. ბირთვული იარაღის გაუვრცელებლობის შესახებ ხელშეკრულების კონფერენცია არის შესაძლებლობა შევთანხმდეთ იმ ზომებზე, რომლებიც ხელს შეუწყობს გარკვეული კატასტროფის თავიდან აცილებას,"- წერს გუტიერესი.

უკრაინასთან რუსეთის ომსა და ახლო აღმოსავლეთში დაძაბულობაზე საუბრისას, გუტიერესმა თქვა, რომ შესაზლოა კრიზისები „ბირთვული ელფერით“ გამწვავდეს. მან მსოფლიოს მოუწოდა „ კაცობრიობა ახალ  ბირთვული იარაღისგან თავისუფალი სამყაროს გზაზე დააყენონ“.





ავტორი: ექსპრესნიუსი,


სოციალური ქსელები
მოსკოვის ყველა აეროპორტში ფრენების ჩამოსვლასა და გამგზავრებაზე შეზღუდვებია დაწესებული
პუტინის მეორე იახტამ რუსეთი დატოვა და თურქეთისკენ მიემართება
რუსეთში ბენზინის ფასმა პირველად გადააჭარბა 100 რუბლს ლიტრზე
რუსეთის მთავრობამ გადაწყვიტა, ბენზინის ფასების ზრდის შესახებ მონაცემები გაასაიდუმლოს
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics