06:43 - 01 Jul, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2022-07-26 17:07:28, 1218 ნახვა

მსოფლიო
ევროკავშირი რუსეთის წინააღმდეგ სანქციებს ექვსი თვით ახანგრძლივებს

ევროკავშირის საბჭომ მიიღო გადაწყვეტილება, ექვსი თვით გაახანგრძლივოს რუსეთის წინააღმდეგ დაწესებული სანქციები. ამის შესახებ ინფორმაცია ევროსაბჭოს ვებგვერდზეა განთავსებული. 

აღნიშნულია, რომ ეს სანქციები ამჟამად მოიცავს სექტორული ღონისძიებების ფართო სპექტრს, მათ შორის შეზღუდვებს ფინანსებზე, ენერგეტიკაზე, ტექნოლოგიებზე და ორმაგი დანიშნულების საქონელზე, მრეწველობაზე, ტრანსპორტზე და ფუფუნების საქონელზე.

„ევროკავშირის საბჭომ დღეს მიიღო გადაწყვეტილება ექვსი თვით, 2023 წლის 31 იანვრამდე გაახანგრძლივოს შემაკავებელი ზომები რუსეთის ფედერაციის ეკონომიკის გარკვეული სექტორების მიმართ“, - ნათქვამია პრესრელიზში.

შეგახსენებთ, რომ 20 ივლისს ევროკავშირის ელჩებმა რუსეთის წინააღმდეგ სანქციების მეშვიდე პაკეტი დაამტკიცეს, რომელიც მოიცავს რუსეთის ფედერაციიდან ოქროს იმპორტის აკრძალვას და სბერბანკის აქტივების გაყინვას.

ასევე ითვალისწინებს სანქციების სიაში 50-ზე მეტი ფიზიკური და იურიდიული პირის შეყვანას.

 





ავტორი: ექსპრესნიუსი,


სოციალური ქსელები
მოსკოვის ყველა აეროპორტში ფრენების ჩამოსვლასა და გამგზავრებაზე შეზღუდვებია დაწესებული
პუტინის მეორე იახტამ რუსეთი დატოვა და თურქეთისკენ მიემართება
რუსეთში ბენზინის ფასმა პირველად გადააჭარბა 100 რუბლს ლიტრზე
რუსეთის მთავრობამ გადაწყვიტა, ბენზინის ფასების ზრდის შესახებ მონაცემები გაასაიდუმლოს
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics