06:43 - 01 Jul, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2022-07-24 16:20:48, 1523 ნახვა

მსოფლიო
BBC - ლავროვი არაბულ სამყაროს მხარდაჭერას სთხოვს

რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრი სერგეი ლავროვი   ეგვიპტეში ვიზიტისას, არაბთა ლიგას მიმართავს

ეგვიპტეს აქვს მნიშვნელოვანი კავშირები რუსეთთან, მარაგდება ხორბალით, იარაღით და - სანამ უკრაინაში შეჭრა დაიწყებოდა - ტურისტების დიდი რაოდენობით.

 

ადგილობრივი მედიის მიერ ვიზიტის შესახებ  გამოქვეყნებულ სტატიაში,ლავროვმა თქვა, რომ მისი ქვეყანა ყოველთვის "გულწრფელად უჭერდა მხარს აფრიკელებს კოლონიური უღელიდან თავისუფლებისთვის ბრძოლას".

მან დასძინა, რომ რუსეთი აფასებს აფრიკელთა "დაბალანსებულ პოზიციას" უკრაინის საკითხთან მიმართებაში. უკრაინაში რუსეთის ომით გამოწვეული მარცვლეულის დეფიციტი, აფრიკის კონტინენტს დიდ ზიანს აყენებს.უკრაინა და რუსეთი, აფრიკას ხორბლის 40% -ზე მეტს აწვდიან.

სასურსათო კრიზისზე საუბრისას, სერგეი ლავროვმა დასძინა, რომ რუსეთისთვის დაწესებულმა სანქციებმა გაამძაფრა "უარყოფითი ტენდენციები" საერთაშორისო კვების ბაზარზე, რომელიც კორონავირუსის პანდემიის შედეგად წარმოიშვა.

 ეგვიპტის შემდეგ ლავროვი ეთიოპიას, უგანდასა და კონგოს ეწვევა
.





ავტორი: ექსპრესნიუსი,


სოციალური ქსელები
მოსკოვის ყველა აეროპორტში ფრენების ჩამოსვლასა და გამგზავრებაზე შეზღუდვებია დაწესებული
პუტინის მეორე იახტამ რუსეთი დატოვა და თურქეთისკენ მიემართება
რუსეთში ბენზინის ფასმა პირველად გადააჭარბა 100 რუბლს ლიტრზე
რუსეთის მთავრობამ გადაწყვიტა, ბენზინის ფასების ზრდის შესახებ მონაცემები გაასაიდუმლოს
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics